საქართველოს ეროვნული ნაკრები 2010 წლის უკანასკნელ შეხვედრას 17
ნოემბერს სლოვენიის ნაკრებთან გამართავს. სლოვენიის ნაკრების მთავარმა
მწვრთნელმა მატიას კეკმა ნაკრებში უძლიერესი ფეხბურთელები გამოიძახა. ეს
ის შემადგენლობაა, რომლითაც წლეულს ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე
იასპარეზა. მაშ ასე გთავაზობთ კეკის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას:
მეკარეები: სამირ ჰანდანოვიჩი ("უდინეზე”, იტალია), იასიმნ ჰანდანოვიჩი ("ემპოლი”, იტალია)
მცველები: ბოშტიან ცესარი, ბოიან იოკიჩი (ორივე –
"კიევო”, იტალია), ბრანკო ილიჩი ("ლოკომოტივი” მოსკოვი, რუსეთი), მატეი
როჯიჩი ("სუპერფუნდი”, ავსტრია), მარკო შულერი ("გენტი”, ბელგია), მიშო
ბრეჩკო ("კიოლნი”, გერმანია)
ნახევარმცველები: არმინ ბაჩინოვიჩი, იოსიპ ილიჩიჩი
(ორივე – "პალერმო”, იტალია), ვალტერ ბირსა ("ოსერი”, საფრანგეთი), ანდრაჟ
კირმი ("ვისლა”, პოლონეთი), დალიბორ სტევანოვიჩი ("ვიტესი”, ჰოლანდია),
ჰარის ვუცკიჩი ("ნიუკასლი”, ინგლისი), რობერტ კორენი ("ჰალი”, ინგლისი),
ალექსანდრ რადოსლავლევიჩი ("დენ ჰააგი”, ჰოლანდია)
თავდამსხმელები: ზლატან ლიუბიანკიჩი ("გენტი”, ბელგია),
ტიმ მატავჟი ("გრონინგენი”, ჰოლანდია), ნეიც პეჩნიკი (‘ნასიონალი”,
პორტუგალია), ზლატკო დედიჩი ("ბოხუმი”, გერმანია), მილოვიე ნოვაკოვიჩი ("კიოლნი”, გერმანია).
სლოვენია-საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 17 ნოემბერს ქალაქ
კოპერში, "ბონიფიკას" სტადიონზე გაიმართება, რომელიც მხოლოდ 4 ათას
გულშემატკივარს იტევს. ეს შეხვედრა თბილისის დრით 23:45 სთ-ზე დაიწყება.
უკვე ცნობილია ამ მატჩის მსაჯთა ვინაობაც. შეხვედრას უელსელი რეფერები
გაუძვებიან. მატჩის არბიტრი მარკ უიტბია, ასიტენტები კიმ ფიშერი და ჯონ
სვინდლი იქნებიან. მეოთხე მსაჯი კი სლოვენიელი რობერტ პინისი გახლავთ.
|