საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, 16 ნოემბერს სლოვენიაში გაემგზავრება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, შეკრებაზე გამოძახებული 30
ფეხბურთელიდან სასლოვენიოდ 21 მათგანი გამოყო.
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო”), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი”); მცველები: კახა
კალაძე ("ჯენოა”, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი”, ინგლისი), დავით
კვირკველია ("რუბინი”, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი (ორივე -
"ზესტაფონი”), ლევან კაკუბავა ("დინამო”), აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეთანი”,
რუმინეთი), გურამ კაშია ("ვიტესი”, ჰოლანდია); ნახევარმცველები: ჯანო
ანანიძე ("სპარტაკი”, რუსეთი), გოჩა ხოჯავა ("ვოლგა”, რუსეთი), ალექსანდრე
კოშკაძე ("დინამო”), კახა ალადაშვილი ("ზესტაფონი”), ირაკლი კლიმიაშვილი
("ვიტ ჯორჯია”), თორნიკე ოქრიაშვილი ("შახტარი”, უკრაინა), ჯაბა კანკავა
("დნიპრო”, უკრაინა), სანდრო გურული ("კარპატი”, უკრაინა). თავდამსხმელები: მათე ვაწაძე ("დინამო”), ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი”), ირაკლი მოდებაძე ("ოლიმპი”).
თავდაპირველად ეროვნულ გუნდში მიწვეული ფეხბურთელებიდან, ტრავმების გამო
გამოირიცხა ოთარ მარცვალაძის, უჩა ლობჟანიძისა და მურთაზ დაუშვილის
სლოვენიაში წასვლა. თავად ქეცბაიამ კოპერში წამსვლელთა სიაში არ შეიყვანა
– მეკარე გიორგი ძაძამია ("ვიტ ჯორჯია”), მცველები: ზაალ ელიავა
("ზესტაფონი”), ნიკა კვეკვესკირი ("ბაია’), გიორგი რეხვიაშვილი
("ოლიმპი”), თენგიზ ჩიკვილაძე ("ტორპედო”), ნახევარმცველი გურამ გურეშიძე
("ვიტ ჯორჯია”), თავდამსხმელი ჯაბა ლიპარტია ("ვიტ ჯორჯია”).
ჩვენი ნაკრები სლოვენიის ქალაქ
კოპერში დაბინავდება და "ბონიფიკას" სტადიონზე გამართავს წინასამატჩო
ვარჯიშს. ეროვნულ ნაკრებს სლოვენიაში შეუერთდებიან კახა კალაძე, ზურაბ
ხიზანიშვილი და გურამ კაშია. სლოვენიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებ გუნდებს შორის მატჩი 17 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
|