ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 19.08.2019, 18:04


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 18 » სლოვენია 1–2 საქართველო (ვიდეომასალა)
00:41
სლოვენია 1–2 საქართველო (ვიდეომასალა)



მისია შესრულებულია - 2010 წელი საქართველოს ნაკრებმა დაუმარცხებლად დაასრულა, თუმცა რომელ წაგებაზეა ლაპარაკი, თემურ ქეცბაიას გუნდმა, რომელიც ექსპერიმენტული შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული, წაგებული თამაში შემოატრიალა და მოიგო! 18 წლის ჯანო ანანიძემ ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა, გოლი, რომელმაც ქეცბაიას მესამე გამარჯვება მოუტანა საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე.

ის კი არა, კარგა ხანს ვიხსენეთ, როდის შეძლო ბოლოს საქართველოს ნაკრებმა წაგებული თამაშის მოგება და ძლივს გავიხსენეთ - ექტორ კუპერის გუნდმა ამხანაგურ მატჩში უელსს მას შემდეგ სძლია, რაც ჩვენმა გოლკიპერმა დასანანი შეცდომა დაუშვა და მეტოქე დაწინაურდა. იგივე გოლკიპერი წუხელ საქართველოს ნაკრებში ერთერთი საუკეთესო იყო, სწორედ გიორგი ლორიას დამსახურებაა, რომ პირველი ტაიმი არ წავაგეთ - მან ნოვაკოვიჩს პენალტი აუღო.

სლოვენიელთა მესაჭე მატიაჟ კეკს სულ სხვა მიზნისთვის სჭირდებოდა ეს ამხანაგური მატჩი ზღვისპირა კოპერში (სლოვენიელებს ფანტასტიკური წელი ჰქონდათ, საუკეთესო მათი ფეხბურთის ისტორიაში და დადებითი შედეგით სურდათ დაესრულებინათ) და თემურ ქეცბაიას - სულ სხვა მიზნისთვის (ვფიქრობთ, ის გუნდის ახალი კადრებით გაძლიერების ძიებაშია). ამიტომაც მასპინძელთა შორის ბევრი ისეთი ვიხილეთ, რომელთაც მუნდიალზე ითამაშეს, მაშინ როცა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ცალი ხელის თითებზე დაითვლიდი იმ ფეხბურთელებს, ვისაც ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის გამოცდილება აქვს, რომელ მუნდიალზეა ლაპარაკი...

ქეცბაიამ 4-2-3-1 სქემა არჩია - კარში ლორია გაამწესა, დაცვის მარჯვენა ფლანგზე "ვიტესში" ამ პოზიციაზე მოთამაშე გურამ კაშია, მარცხნივ - დავით კვირკველია, ცენტრში მწვრთნელმა კაპიტან კახა კალაძეს ტანმაღალი აკაკი ხუბუტია შეუწყვილა. დაცვითი ფუნქციების ნახევარმცველთა დუეტი ზურაბ ხიზანიშვილმა და ჯაბა კანკავამ შეადგინეს. სასიხარულოა, რომ ჯაბა ფეხბურთს და ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა, დაბრუნებაც ურიგო არ გამოსვლია... შემტევი ნახევარმცველების ტრიო მარჯვნიდან მარცხნივ ასეთი იყო: გოჩა ხოჯავა, ანანიძე და ნიკოლოზ გელაშვილი, წინ კი ირაკლი მოდებაძე თამაშობდა. შესვენებისას და შესვენების შემდეგ ქეცბაიამ რამდენიმე ცვლილებას მიმართა და მწვრთნელს განსაკუთრებით შეცვლაზე შესულებმა, ალექსანდრე გურულმა და თორნიკე ოქრიაშვილმა გაუმართლეს.

თავიდანვე ვიტყვით, რომ საექსპერიმენტო შემადგენლობიდან ყველამ ვერ გაამართლა, თუმცა ცდად ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა. მთავარია, დებიუტანთთაგან (თუ მათგან, ვინც იშვიათად ხვდებოდა ნაკრებში) რამდენს შეარჩევს თემური ოფიციალური მატჩებისთვის. შევსება რომ იქნება, კოპერულმა გამარჯვებამაც დაგვანახა. ნათლად გამოჩნდა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი არც "ნამდვილ" ნაკრებში დაიკარგება. გურული და ოქრიაშვილი განსაკუთრებით მოგვეწონენ - პირველმა მოედანზე გამოსვლიდან 20-იოდე წუთში გახსნა ეროვნულ ნაკრებში გოლების ანგარიში, მეორე კი ეფექტური დრიბლინგებით და კარგი პასებით გამოირჩეოდა. ასევე გამოჩნდა, რომ ზოგისთვის ეროვნულ გუნდში თამაში ან ძალიან ადრეა, ან გუნდს მათი თამაში ვერაფერს შემატებს. ვფიქრობთ, მწვრთნელი იოლად გამოიტანდა დასკვნებს.

თამაშს რაც შეეხება, კოპერში ნელი, ხშირად ტაატით, განვითარებული სლოვენიური იერიშები და ქართული კონტრშეტევები ვიხილეთ. დასამალი არც ისაა, რომ მასპინძლები გვჯობდნენ თამაშით, უფრო სახიფათოდ და მწყობრად უტევდნენ, მაგრამ ჩვენ გვყავდა მეკარე ლორია, რომელმაც ძალზე დამაჯერებლად ითამაშა. დასაწყისში მან მარცხენა მცველის მორიგი შეცდომის შემდეგ გადაგვარჩინა, თავიდან თითქოს თავადვე დააგვიანა, მაგრამ ახლო მანძილიდან დარტყმულზე რეაქცია მოასწრო. შემდეგ კი, როცა ტაიმის ბოლოსკენ კახა კალაძემ საჯარიმოში იუხეშა, მეკარემ სლოვენიელთა ფორვარდს მარცხენა კუთხეში დარტყმული პენალტი აუღო.

მეორე ტაიმი ძალიან ცუდად დავიწყეთ - კუთხური შეცვლაზე შესულმა ილიჩიჩმა ჩააწოდა, ბოშტიან ცესარმა კალაძეს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავით გაიტანა. ამის შემდეგ სლოვენიელებმა ერთხელ ქართველთა ძელსაც გაარტყეს ბურთი. ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა, რაც 18 წლის თორნიკე ოქრიაშვილის გამოსვლას მოჰყვა - 67-ე წუთზე ბოიან იოკიჩმა ბურთი "ჩააბარა" გურულს, რომელმაც ცაციათი დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა და ისე გავიდა იასმინ ჰანდანოვიჩის კარში. სლოვენიის ტელევიზია ჯერაც ქართველთა გოლის გამეორებას გვთავაზობდა, როცა მათე ვაწაძემ შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჯანო ანანიძე და ქართული ფეხბურთის იმედმაც აუღელვებლად გაუტანა მასპინძლებს. ორ გოლს შორის ზუსტად 30 წამი გავიდა... ქეცბაიას გუნდი 2:1 დაწინაურდა და ეს უპირატესობა 94-ე წუთამდე შეინარჩუნა (ერთი-ორჯერ დაცვა აირია და სულ ეს იყო), მერე კი უელსელი არბიტრის საფინალო სასტვენიც გაისმა. აი, ასე დაამარცხა საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში მე-15 ადგილზე მყოფი გუნდი.

თამაშის შემდეგ სლოვენიური სპორტული პორტალი "სიოლი" წერდა, რომ "ქართველთა ოქროს წუთმა "ბონიფიკა" დაადუმა".


კოპ
ერი, 17 ნოემბერი, 2010.

"ბონიფიკა”, 4000 მაყურებელი. 23.45
სლოვენია - საქართველო 1:2 (0:0)

სლოვენია: სამირ ჰანდანოვიჩი (იასიმნ ჰანდანოვიჩი, 53), ბრეჩკო, შულერი, ცესარი, იოკიჩი (ილიჩი, 71), კორენი (კაპ) (რადოსლავლევიჩი, 46), ბირსა (ილიჩიჩი, 46), ბაჩინოვიჩი, კირმი (ლიუბიანკიჩი, 81), ნოვაკოვიჩი, დედიჩი (მატავჟი, 46).
მთავარი მწვრთნელი: მატიაჟ კეკი.
საქართველო: ლორია, კაშია, ხუბუტია, კალაძე (კაპ), ხიზანიშვილი, კვირკველია, ხოჯავა (გურული, 46), კანკავა (კაკუბავა, 73), ანანიძე (კოშკაძე, 89), გელაშვილი (ოქრიაშვილი, 61), მოდებაძე (ვაწაძე, 46).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
გაფრთხილებები: კალაძე (41), ილიჩიჩი (89).
გოლები: 1:0 ცესარი (51), 1:1 გურული (67), 1:2 ანანიძე (68).
გამოუყენებელი პენალტი: ნოვაკოვიჩი (41, მეკარე).
მსაჯები: მარკ უიტბი; კიმ ფიშერი, ჯონ სვინდლი (ყველა უელსი).





ნანახია: 696 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!