ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » მარტი » 22 » სლავენ ბილიჩი: "მოხარული ვიქნები, თუ ქართველებს ანანიძე არ ეყოლებათ"
17:34 სლავენ ბილიჩი: "მოხარული ვიქნები, თუ ქართველებს ანანიძე არ ეყოლებათ" |
ხორვატიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სლავენ ბილიჩს საქართველოს ნაკრებთან
26 მარტს გასამართ შეხვედრაში ჯანო ანანიძის შესაძლო არყოფნა ახარებს.
"ჩვენთვის
ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ანანიძე მოაზროვნე ფეხბურთელია. 19 წლისაა
და მისი ნიჭი ევროპაში უძლიერეს ფეხბურთელად გახდომის საშუალებას აძლევს.
რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა არ ვიცი, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ
ანანიძე არ ითამაშებს", - განაცხადა ბილიჩმა.
ხორვატიის ნაკრების თავკაცი არ მალავს, რომ თბილისში მოსაგებად მოდის, მაგრამ საქართველოს იოლად დასამარცხებელ მეტოქედ არ მიიჩნევს.
"საქართველოში
მოსაგებად მივდივართ, მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ იქნება. საქართველოს
ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს და უაღრესად
მოტივირებული იქნება. მეტოქე პატივისცემას იმსახურებს. მათ ევროპის
ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჯერ თამაში არ წაუგიათ და ამიტომ,
გამარჯვებას მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ.
თბილისში ჯგუფის სხვა
გუნდებთან არსებული უპირატესობის შენარჩუნების შანსი გვაქვს. თუმცა ჯგუფში
ბრძოლა შესარჩევი ციკლის ბოლომდე გაგრძელდება", - თქვა ხორვატიის ნაკრების
თავკაცმა.
საქართველოსა და ხორვატიის ნაკრების მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.
|
ნანახია: 789 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|