ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 11:51


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 13 » შოთა არველაძე თურქული სუპერლიგის სათავეშია
13:21
შოთა არველაძე თურქული სუპერლიგის სათავეშია


გუშინ, ევროპაში ქართული გოლებიც გავიდა, ჩვენებურებმა თავიანთი გუნდები იხსნეს. "კარლსრუეს" კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმა და "დიორ ეტოს" ნახევარმცველმა გიორგი განუგრავამ თავიანთი გუნდები წაგებისგან იხსნეს.

მეორე ბუნდესლიგაში "კარლსრუემ" ცხრილის ლიდერ აუე-ს უმასპინძლა. სტუმრებმა მე-5 წუთზე გახსნეს ანგარიში და ტაიმიც ფორით დაასრულეს. იაშვილმა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და თამაშიც დაასრულა, 67-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ, იაშვილის გუნდს 10 ქულა დაუგროვდა და ცხრილში ბოლოდან მესამე, მე-16 ადგილზეა.

რატი ალექსიძის, გიორგი განუგრავას, თეიმურაზ შარაშენიძის, ლაშა თოთაძისა და გიორგი ბახტაძის "დიორ ეტომ" ცხრილის სათავეში მყოფი "ვიდეოტონი" მიიღო. მატჩი დაძაბული გამოდგა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ არბიტრმა 7 ყვითელი ბარათი უჩვენა მეტოქე გუნდების ფეხბურთელებს და მოედნიდან სამი მოთამაშე, მათ შორის ორი მასპინძელი გააძევა. დიორელთა სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ჩვენებური არ ყოფილა. სათადარიგოთა შორის შარაშენიძე და განუგრავა იყვნენ. ეს უკანასკნელი 47-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ანგარიში განუგრავამ 86-ე წუთზე გახსნა. დიორელებმა დარჩენილი 4 წუთი ვერ გაძლეს და საბოლოოდ 1:1-ს დასჯერდნენ.

წუხელ თურქული სუპერლიგის სათავეში მოექცა ალექსანდრე ამისულაშვილის "ქაისერისფორი", რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის. ქაისერელებმა "კონიასფორი" სტუმრად 1:0 დაამარცხეს. ამისულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრაც დაასრულა. ქართველი მცველი 52-ე წუთზე გააფრთხილეს. ამ მოგებით, არველაძის გუნდმა 27 ქულა დაუგროვდა, ქულით უსწრებს "ტრაბზონსფორს" (რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს) და პირველ ადგილზეა.




ნანახია: 748 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!