საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 20 ნოემბრიდან სტარტს
იღებს საქართელოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების კანდიდატ
ფეხბურთელთა ფართო მასშტაბიანი სასელექციო პროცესი.
სასელექციო პროცესს კახი
კაჭარავა და თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს, პროცესი უშუალოდ
გაკონტროლდება ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს მიერ, ნაკრების
კადიდატთა გამოვლენის პროცესში ჩართულნი იქნებიან საქართველოში მოქმედი
ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდის (U21, U19, U18, U17, U16, U15, U13) მთავარი მწვრთნელები და მათი თანაშემწეები.
პირველ ეტაპზე გაისინჯებიან 1997–1998 წლებში დაბადებული, ნიჭიერი ფეხბურთელები.
20 ნოემბერს, 11:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე სასელექციო მატჩები დასავლეთ საქართველოს (აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია, რაჭა–ლეჩხუმი) წარმომადგენელ ფეხბურთელთა შორის ჩატარდება.
21
ნოემბერს, კი იგივე ასაკობრივ ჯგუფში აღმოსავლეთ საქართველოდან
(სამცხე–ჯავახეთი, მცხეთა–მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი)
წარგზავნილ ფეხბურთელებს დააკვირდებიან.
საფეხბურთო
სკოლები და რეგიონალური ფედერაციები ვალდებულნი არიან, სფფ–ს სანაკრებო
სინჯებზე მოწვეული ფეხბურთელების შესახებ შემდეგი დაწვრილებითი ინფორმაცია
მიაწოდონ:
1. სახელი, გვარი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. სათამაშო პოზიცია;
4. საფეხბურთო სკოლის დასახელება;
5. პირადი მწვრთნელის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია;
სანაკრებო სელექციის შემდგომი ეტაპი 1993–1994–1995–1996
წლებში დაბადებულ ფეხბურთელებსა შეეხება, რომელთა სასელექციო სინჯებიც
ასეთივე წესით უახლოეს მომავალში გაიმართება.
სფფ
|