რაც დროს
გადის, მით უფრო უმატებს თამაშს ჯანო ანანიძე. აქედან გამომდინარე, ქართული
ფეხბურთის იმედის გადაბირება არაერთ ევროპულ გუნდს სურს. ანდალუზიურ
კლუბს, რომელიც ზამთარში სერიოზულად გეგმავს შემადგენლობის გადახალისებას,
ჯანო ანანიძის გადაბირება მართლაც ძალიან უნდა. ორი აზრი არ არსებობს:
ზამთარში მოსკოვის "სპარტაკის" ხელმძღვანელობას ანანიძის თაობაზე არაერთი
საინტერესო წინადადების განხილვა მოუწევს. როგორც სანდო წყარომ გვაცნობა,
`სევილია~ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდური თანხის, 15 მილიონი
ევროს გაღებას აპირებს, რაც `სპარტაკს~ სერიოზულად ჩააფიქრებს. გარდა
ამისა, ჯანოს გადაბირებით დაინტერესებულნი არიან ისეთი სოლიდური კლუბები,
როგორებიც არიან "არსენალი" და "ტოტენჰემი". ერთი-ორჯერ "ბარსელონაც"
ახსენეს და დანამდვილებით ვიცით, რომ ამ თემაზე სერიოზული საუბარი
მიმდინარეობდა, თუმცა მერე რა და როგორ იქნება, ამას დრო გვიჩვენებს.