ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 16.04.2024, 22:00


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 25 » სამი ქართული ნაკრები მეტოქეთა მოლოდინში
12:20
სამი ქართული ნაკრები მეტოქეთა მოლოდინში


30 ნოემბერს ნიონში, უეფას შტაბბინაში წილისყრათა დღეა - ერთდროულად სამი ქართული ნაკრების მომავალი მეტოქეები გაირკვევიან: 17-წლამდელთა (კობა ჟორჟიკაშვილის) ნაკრებისა გაზაფხულზე გასამართი ელიტრაუნდისთვის, 19 და 17-წლამდელთა მომავალი ნაკრებებისა საგაისო შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე.

დავიწყოთ იმ ტურნირით, რომელიც ჩვენებს სხვებზე ადრე ელის და რანგითაც აღემატება სხვებს. ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში თამაშის უფლება კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა თბილისში ჩატარებულ შესარჩევ ტურნირში დამაჯერებელი ასპარეზობით მოიპოვა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა სძლია პოლონეთსა და შვედეთს, ხოლო ინგლისთან ფრედ ითამაშა.

უეფამ ქართველ 17-წლამდელთა ბოლოდროინდელი წარმატებები გაითვალისწინა და ჩვენი ნაკრები მეორე კალათაში მოახვედრა, რაც ბუნებრივია, ხელსაყრელ ჯგუფში მოხვედრის ალბათობას ზრდის.

ჯერ კალათების შემადგენლობას გადავხედოთ.

პირველი კალათა: რუმინეთი, გერმანია, დანია, ესპანეთი, პორტუგალია, ნორვეგია, იტალია.
მეორე კალათა: სლოვაკეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ინგლისი, საბერძნეთი, შვეიცარია, საქართველო.
მესამე კალათა: შოტლანდია, ბელარუსი, თურქეთი, ბელგია, ირლანდია, ისლანდია, ხორვატია.
მეოთხე კალათა: უკრაინა, ჩრდილოეთ ირლანდია, რუსეთი, ავსტრია, ლატვია, საფრანგეთი, ჩეხეთი.

ელიტრაუნდში სულ შვიდი ჯგუფი იქნება, აქ თითო კალათიდან თითო გუნდი მოხვდება. ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. ფინალურ ტურნირს მაისში სერბეთი უმასპინძლებს. ცხადია, სერბეთის ნაკრები შესარჩევი ეტაპისგან თავისუფალია.

აქვე გეტყვით, რომ, რაკი პირველ საკვალიფიკაციო რაუნდს თბილისმა უმასპინძლა, ელიტრაუნდში ჩვენი მასპინძლობის შანსი უმცირესია.

განვაგრძოთ 17-წლამდელთა თემა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზეც ვთქვათ, რომლის ფინალური ეტაპი სლოვენიაში გაიმართება. ამ ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალი წლის შემოდგომაზე ჩატარდება და იქ ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი ითამაშებს.

უეფამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ქართველი 17-წლამდელები სისტემატურად ახერხებენ ელიტრაუნდში გასვლას და საქართველოს ნაკრები პირველ კალათაში განთესა. პირველი შესარჩევი ეტაპის წილისყრისას სულ ორი კალათა შედგება, საიდანაც ჯგუფებში ორ-ორი გუნდი ხვდება. შესაბამისად, ზედა კალათიდან მაისურაძის გუნდის მეტოქე ერთი გუნდი იქნება, ქვედადან კი - ორი.

პირველი კალათა: ესპანეთი, ინგლისი, შვეიცარია, ჰოლანდია, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ხორვატია, პორტუგალია, ჩეხეთი, სერბეთი, საბერძნეთი, იტალია, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, უელსი, რუმინეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, შოტლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, შვედეთი, საქართველო.
მეორე კალათა: ფინეთი, დანია, ისრაელი, ლუქსემბურგი, რუსეთი, ბელარუსი, ბოსნია, აზერბაიჯანი, უკრაინა, ესტონეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ისლანდია, მოლდოვა, მაკედონია, მალტა, ლიტვა, ანდორა, ლატვია, ფარერები, ყაზახეთი, ჩერნოგორია, სომხეთი, ალბანეთი, ლიხტენშტაინი, სან მარინო.

ელიტრაუნდში ყოველი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა, პლუს ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი.

19-წლამდელთა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 17-იანების მსგავსი სისტემაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ ასაკის რეიტინგში საქართველოს ნაკრები აუტსაიდერთა შორისაა და ქვედა კალათაში მოხვდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან დიდი ხანია, ქართველი 19-წლამდელები ელიტრაუნდში აღარ გასულან. ევროპის 19-წლამდელთა 2012 წლის ჩემპიონატს ესტონეთი უმასპინძლებს.

პირველი კალათა: პოტუგალია, თურქეთი, გერმანია, სერბეთი, იტალია, ჰოლანდია, უნგრეთი, ხორვატია, უკრაინა, რუსეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, შვეიცარია, სლოვაკეთი, ბელგია, ავსტრია, ჩეხეთი, ირლანდია, დანია, პოლონეთი, შოტლანდია, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ისლანდია.

მეორე კალათა: ფინეთი, სლოვენია, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია, ლიტვა, შვედეთი, ისრაელი, ბოსნია, მოლდოვა, ჩრდილოეთ ირლანდია, კვიპროსი, ჩერნოგორია, ალბანეთი, უელსი, ყაზახეთი, სომხეთი, მაკედონია, საქართველო, მალტა, ფარერები, ლუქსემბურგი, ანდორა, სან მარინო.

შეგახსენებთ, გაისად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით ითამაშებს და გუნდის ბირთვს ის ფეხბურთელები შეადგენენ, რომლებმაც წლევანდელ გაზაფხულზე 17-წლამდელთა ელიტრაუნდში გააღწიეს.



ნანახია: 802 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!