ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 18 » საქართველო ფიფას რეიტინგში სამი ადგილით დაქვეითდა
00:32 საქართველო ფიფას რეიტინგში სამი ადგილით დაქვეითდა |
ფიფამ ახალი, ნოემბრის თვის რეიტინგი გამოაქვეყნა. თუ წინა რეიტინგში
საგრძნობი პროგრესი (14-საფეხურიანი ნახტომი) გვქონდა, ამჯერად
დაქვეითებას ვერ ავცდით, სამი ნაბიჯით მოგვიწია პოზიციის დათმობა.
შესაბამისად, საქართველო ამჯერად 178-ე ადგილზეა. აქვე იმასაც
განვმარტავთ, რომ ამ რეიტინგში გათვალისწინებული ჯერ კიდევ არ არის 17
ნოემბერს გამართული მატჩის შედეგი და ის დეკემბრის რეიტინგში აისახება.
ევროპის
2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ხუთი მეტოქედან
ოთხმა თითო საფეხურით შეიცვალა პოზიცია - საბერძნეთი და ისრაელი
დაწინაურდა, ლატვია და მალტა კი დაქვეითდა. ხორვატია კი ისევ მეცხრეზეა.
ფიფას რეიტინგი მსოფლიოს მასშტაბითაა, მაგრამ, საინტერესოა რა პოზიციაზე
ვართ ევროპაში. "ბებერი კონტინენტის" 53 ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყანა
მე-40 ადგილზეა.
ვნახოთ, როგორი პოზიცია აქვს საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის.
13. (-3) რუსეთი 1003 36. (-1) უკრაინა 698 40. (+2) ბელარუსი 648 46. (+2) ლიტვა 576 59. (+1) სომხეთი 517 73. (-1) ლატვია 446 74. (0) ესტონეთი 444 78. (-3) საქართველო 422 84. (-6) მოლდოვა 405 90. (+1) აზერბაიჯანი 381 106. (-10) უზბეკეთი 303 134. (+8) თურქმენეთი 173 137. (0) ყაზახეთი 169 149. (+1) ტაჯიკეთი 121 176. (-3) ყირგიზეთი 50
|
ნანახია: 799 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|