ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 25 » რიგის ქართველების ამაყი რიგი
12:22 რიგის ქართველების ამაყი რიგი |
ბოლო დროს უცხოეთში ბევრი წარმატებული ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი
გამოჩნდა: შოთა არველაძე "ქაისერში" თურქებს ხელმეორედ აოცებს, კახა
ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის ბაქოს "ინტერი" აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა,
თემურ ქეცბაიამ კვიპროსისა და საბერძნეთის პირველობების გამარჯვებულები
ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა და საქართველოს ნაკრებში მოიწვიეს.
ბოლო
ორი წელია, ლატვიაში წარმატებით მუშაობს თამაზ პერტია, რომელიც სულ რაღაც
ორიოდე წლის წინ ფეხბურთელი გახლდათ. "დინაბურგის" ყოფილ თავკაცს გასულ
სეზონში ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობა დაჰბრალდა და დისკვალიფიკაციით
დაისაჯა, თუმცა წელს "დაუგავა" ჩააბარეს და უფერული გუნდი მეოთხე ადგილზე
გაიყვანა.
უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამაა: პერტია ლატვიაში გასული
წლის საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა, წლეულს კი ამ ქვეყნის ყველაზე
პოპულარულმა სპორტულმა გაზეთმა "სპორტავიზემ" წლის სიმბოლური ნაკრების
მწვრთნელ ალექსანდრ სტარკოვსის (ლატვიის ნაკრებისა და "სკონტოს" თავკაცის)
ასისტენტად დაასახელა.
უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე პერტიას
"დაუგავა" ლატვიური სეზონის სიურპრიზად მონათლეს. დაუგავპილსელებმა
არსებობის ისტორიაში სარეკორდო ქულები (56) დააგროვეს, "სკონტოსთან" ერთად
ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს (16) და ოთხეულის გუნდების ურთიერთშეხვედრებში
ყველაზე მეტქულიანები აღმოჩნდნენ.
საკმაოდ ვრცელი შესავალის შემდეგ საქმეზე გადავიდეთ - თამაზ პერტია "ლელოს" სტუმარია.
- ერთი წლის უქმობა ფეხბურთელსაც ეტყობა და, ალბათ, მწვრთნელსაც. თქვენ კი პირველივე სეზონში "დაუგავა" ლატვიურ სიურპრიზად აქციეთ. -
სხვათა შორის, მეც გამიჭირდა. თუმცა დისკვალიფიკაციის პერიოდში ფეხბურთს
არ ჩამოვშორებივარ. გუნდს მიანც მე ვავარჯიშებდი და ტრიბუნიდან
ვკარნახობდი. ეგაა, სათადარიგოებში ყოფნის უფლება არ მქონდა. პირველი ორი
შეხვედრისას დისკომფორტს ვგრძნობდი, შემდეგ კი ყველაფერი დალაგდა.
გარკვეულწილად გამიმართლა, რადგან დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლოს მომცეს,
სამი თვე ისედაც შევისვენეთ და ჩემპიონატში მხოლოდ რვა ტური გამიცდა.
თუმცა
ვერაფრით გავიზიარებ იმ შეფასებას, რომ "დაუგავა" სეზონის აღმოჩენაა. ეს
გუნდი წინა სეზონში "დინაბურგი" იყო, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა, 2008
წელს კი ლატვიის თასს დაეუფლა.
- გუნდში ბევრი ქართველი მიიყვანეთ. ისინი მომავალ სეზონშიც დარჩებიან თუ გაუშვებთ? -
კმაყოფილი ვარ გიორგი ჩიხრაძის, ჯემალ ჯალიაშვილისა და მამუკა ღონღაძის
თამაშით. მათი დატოვებით დაინტერესებული ვარ, თანაც საქართველოს კარგად
წარმოაჩენენ. სამწუხაროა, რომ ჯალიაშვილი დაშავდა და ბოლოს ვეღარ
გვეხმარებოდა. დათო ფაილოძე და გიორგი წაქაძე დუბლშემადგენლობაში
თამაშობდნენ და ჯერ არ ვიცი, მომავალ წელს ძირითადში გადავიყვან თუ არა.
- ლიეპაიას" მეტალურგსში" მართლა გადადიხართ? -
შემოთავაზება მაქვს და ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თუ "დაუგავას"
ხელმძღვანელობამ დღევნდელი ბირთვის შენარჩუნების გარანტია მომცა და
მინიმალურ პირობები შემიქმნა, დავრჩები. ჩემი სურვილი მხოლოდ
ჩემპიონობისთვის ბრძოლაა, სხვა მიზანი არ მაქვს. თუ ეს გარანტია არ მომცეს
და ფეხბურთელები გამიყიდეს, "მეტალურგსში" გადავალ.
- ეტყობა, იტალიაში სტაჟირება წაგადგათ. -
სტაჟირებაც არ ერქვა, "მილანის" ვარჯიშებს კახა კალაძის დახმარებით
დავესწარი. მაგრამ ეს უბრალო დასწრებაც ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. თუ
სწავლა გინდა, ასეც ბევრს ისწავლი. ვაკვირდებოდი ვარჯიშებს, მოთამაშეთა
მოქცევას, მათ პროფესიონალიზმს...
- პოსტსაბჭოურ ქვეყნებში
შეხედულებების გადაფასების პროცესი მიმდინარეობს და მოძველებული მეთოდები
ევროპულით იცვლები. თქვენი აზრით, საბჭოთა და ევროპელ სპეციალისტებს რა
განასხვავებს? - მთავარი მიდგომაა, ვეროპული უფრო გააზრებული
და გაწონასწორებულია, ადამიანური ფსიქოლოგია და მოთხოვნები
გათვალისწინებულია. მთავარი განსხვავება კი ისაა, რომ ევროპაში მწვრთნელი
აკრძალულ თამაშს არ კადრულობს და ზღვარს არ გადადის, რუსეთსა და სხვა
პოსტსაბჭოურ ქვეყნებში კი სხვაგვარადაა საქმე, გადამწყვეტი არასაფეხბურთო
ინტერესებია.
- ფეხბურთელებთან მეგობრობთ თუ უფროსობთ? -
ზომიერების დაცვაა საჭირო. მათთან არც დისტანცია ვარგა ნამეტანი და არც
ძალიან დაახლოვება. მთავარმა მწვრთნელმა ყველა ფეხბურთელთან საერთო ენა
უნდა გამონახოს. ყველა სერიოზული და ბოლომდე პროფესიონალი ვერ იქნება,
ორი-სამი პრობლემური ფეხბურთელი მაინც გამოერევა. სწორედ მათთან
ურთიერთობის დალაგებაზეა დამოკიდებული, აიყვან თუ არა გუნდს ხელში. ისინი
უნდა დაარწმუნო, რომ ფეხბურთი მათი უპირველესი საქმეა და თუ ეს გამოგივა,
შედეგიც იქნება. მთავარია, ფეხბურთელმა დაგიჯეროს და გამოგყვეს.
- ბევრი რთული ფეხბურთელი გყოლიათ? -
ასეთი დღესაც მყავს, მაგრამ გვარს რა დავასახელებ. უნიჭიერესი ბიჭია, ეს
თავადაც იცის და გუნდური ფეხბურთი არ აინტერესბეს. ინდივიდუალისტები მხოლოდ
ქართველებს არ გვყავს, ასეთები ლატვიაშიც მინახავს. საერთოდ, ნიჭიერი
მოთამაშე ხშირად რთული პიროვნებაცაა, მაგრამ კარგმა მწვრთნელმა სწორედ
ასეთი უნდა გამოიყენოს.
- ლატვია-საქართველოს მატჩზე შთაბეჭდილება დაგვიანებით მაინც გაგვიზიარეთ. -
რიგაში ძლიერი და ორგანიზებული გუნდი ჩამოვიდა. მოთელვაზეც გამოჩნდა, რომ
ეს არ იყო ის ნაკრები, რომელიც ყველასთან ყველაფერს აგებდა. მე სამ
დამახასიათებელ ფაქტორს გამოვყოფდი:
პირველი - ფეხბურთელები
მაქსიმალურად კონცენტრირებულები იყვნენ. მეორე - ქართველებისთვის უჩვეულოდ
დისციპლინირებული ფეხბურთი აჩვენეს და თანაც მთელი 90 წუთის განმავლობაში.
მესამე - მოედანზე გასული თითოეული ფეხბურთელი ამ შეხვედრას ისე უყურებდა,
როგორც უკანასკნელ ბრძოლას. ერთიც რომ გამოთიშულიყო, ლატვია მოიგებდა.
ეს
ყველაფერი მხოლოდ თემურ ქეცბაიას დამსახურებაა. ვერავინ დამაჯერებს, რომ
ნაკრები ვინმეს დახმარებით გააძლიერა. მინდა, მას და საქართველოს ნაკრებს
წარმატება ვუსურვო. ლატვიაში მცხოვრები ქართველები ამაყად დავდიოდით,
როგორც იქნა, საქართველოს ღირსეული ნაკრები ვნახეთ.
- საქართველოში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ? -
რატომაც არა, ბევრი მიფიქრია, მაგრამ თავადაც კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი
კლუბები რა პირობებში არიან. კარიერის ბოლოს ბელარუსში ვთამაშობდი და
მახსოვს, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ბიზნესმენებს მოუწოდა, კლუბებისთვის
მიეხედათ და ყველა ქალაქში თანამედროვე სტადიონი აეშენებინათ. ასეც მოხდა.
ბიზნესი ყველა ქვეყანაში დინებას მიჰყვება და, ალბათ, ჩვენს ბიზნესმენებსაც
იგივეს თუ არ ეტყვიან, ფეხბურთისკენ არავინ გაიხედავს. მიხარია,
"ზესტაფონი" რომ გაძლიერდა, მაგრამ თბილისის "დინამო" რა დღეშია? ეს გუნდი
ფინანსური გაჭირვებისთვის არ მემეტება. ჩვენ ლატვიელებზე ბევრად ნიჭიერი
ფეხბურთელები გვყავს, ეგაა, ბალტიისპირელებს უფრო გამართული პირველობა
აქვთ, დისციპლინითა და უკეთესი ორგანიზაციით გვჯობიან.
- სხვათა შორის, გავრცელდა ხმები, თითქოს "დაუგავა" კახა კალაძემ იყიდა. -
არ დაიჯეროთ, ტყუილია. ეს დათა თუთაშხიას ნათქვამს ჰგავს, ზოგჯერ ჩემზე
ისეთი ჭორებს ვისმენ, საკუთარი თავის მეშინიაო. კლუბს ისეთი პრეზიდენტი
ჰყავს, არავის დაუთმობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|
ნანახია: 796 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|