ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 02:51


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 9 » ნუკრი რევიშვილს ქეცბაიას ნდობა თავდაჯერებულობას მატებს
17:42
ნუკრი რევიშვილს ქეცბაიას ნდობა თავდაჯერებულობას მატებს


საქართველოს ნაკრებისა და მახაჭყალის "ანჟის" მეკარეს ნუკრი რევიშვილს ინტერნეტსაიტი dagstadion.narod.ru და კლუბის ფანკლუბის წევრები გაესაუბრნენ. რევიშვილმა მახაჭყალურ კლუბსა და საქართველოს ნაკრებში თავის კარიერაზე ისაუბრა. საუბარს შემოკლებით გთავაზობთ.

- საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებში კარგად ითამაშე.
- დიახ, ბოლოსდაბოლოს საქართველოში ყველაფერში ნაკრების მეკარეს არ ადანაშაულებენ (იღიმის). შეწყდა საუბარი იმის სესახებ, რომ გერმანელი მეკარის ნატურალიზება იყო საჭირო, რათა მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა. რამდენიმე ხნის წინ ეს საკითხი სერიოზულად განიხილებოდა. ამჟამად, ნაკრების ახალი თავკაცის თემურ ქეცბაიას მხრიდან ნდობა ვიგრძენი და თავისუფლად და თავდაჯერებულად ავთამაშდი. ასეა ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელის შემთხვევაშიც. გუნდის დაცვა ბევრად უფრო უკეთესად ათამაშდა და დიდწილად ამის დამსახურებაა ის, რომ ბოლო თამაშებში ცოტა გოლს ვუშვებთ. უახლოესი ამხანაგური მატჩისთვის ქეცბაიამ სხვებთან ერთად გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძეც გამოიძახა. მოგეხსენებათ, შესარჩევი ციკლის მატჩებში ახალი ფეხბურთელების გამოცდა სარისკო იქნებოდა.

- ნაკრების რომელი თამაში დაგამახსოვრდა შენი მონაწილეობით ყველაზე მეტად?
- ამასწინდელი მატჩი მალტის ნაკრებთან. შინ, 60 ათასი მაყურებლის თვალწინ ვთამაშობდით და ძალიან მწყდებოდა გული, რომ გამარჯვებას ვერ ვახერხებდით. არადა, 90 წუთის მანძილზე ვუტევდით, ანგარიში კი 0:0 იყო. საბედნიეროდ, 92-ე წუთზე დავით სირაძემ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა. ასე ცხოვრებაში არცერთი გოლი არ გამხარებია.

- რომელი აებული ბურთი გახსოვს ყველაზე მეტად?
- იმავე მატჩში მალტასთან. მატჩის დასასრულს მალტელი ფეხბურთელი ჩემთან პირისპირ - ერთი-ერთზე დარჩა. ახლაც ვერ მივმხვდარვარ, როგორ მოვახერხე მის მიერ დარტყმული ბურთის მოგერიება. საპასუხო შეტევაში გოლიც გავიტანეთ. ასე, რომ ეს ეპიზოდი გარდამტეხი აღმოჩნდა მატჩში.

- რატომაა, რომ საქართველოს ნაკრები სუსტად თამაშობს, მაშინ როცა, მისი ძირითადი ფეხბურთელები ევროპის წამყვანი ჩემპიონატების ძლიერ კლუბებში გამოდიან? ერთიანობა არ გყოფნით, თუ კარგი მწვრთნელი გაკლიათ?
- ეს კითხვა დიდი ხნის მანძილზე აწუხებდათ ქართველ გულშემატკივრებსა თუ საფეხბურთო წრეებს. ამჟამად გუნდში, პირველად დიდი ხნის განმავლობაში, ერთიანობა გაჩნდა. ჩვენ ისე ვთამაშობთ, როგორც ერთიანი გუნდი. ვფიქრობ, ეს დადებითი მომენტი ქეცბაიასგან მოდის. გამოჩნდა შედეგიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ნაკრები წინანდელს სიძლიერით ვერ შეედრება, ადრე ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი არასდროს გვქონია, ახლა კი ამ შანსს ვინარჩუნებთ. ეს გუნდის აშკარა პროგრესზე მეტყველებს.


ნანახია: 752 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!