26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2012-ის უმნიშვნელოვანეს შესარჩევ მატჩს
გამართავს ხორვატიის ნაკრებთან. თბილისური შეხვედრისთვის თემურ ქეცბაიამ
23 ფეხბურთელი გამოიძახა. ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა დაგვეხმარება
გავარკვიოთ როგორ ფორმაში ხვდებიან ეროვნული გუნდის ფეხბურთელები
სანაკრებო ბატალიებს.
მწვრთნელმა 18 ლეგიონერი (78%) და 5
ადგილობრივი ფეხბურთელი გამოიძახა. ჩვენი ლეგიონერები სულ 9 ქვეყანას
წარმოადგენენ: რუსეთი (8), უკრაინა (2), გერმანია (2), იტალია, ინგლისი,
ჰოლანდია, საბერძნეთი, რუმინეთი და ისრაელი. ნაკრების 65% პოსტსაბჭოურ
სივრცეში (საქართველო, რუსეთი და უკრაინა) თამაშობს. სიაში ორი
ფეხბურთელია, რომელთაც 2011 წელს საკლუბო დონეზე ოფიციალურ მატჩში
მონაწილეობა არ მიუღიათ - დავით სირაძე და სანდრო გურული.
ამ
უქმეებზე ნაკრების ფეხბურთელებმა 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალეს.
23-დან 19-მა ითამაშა (15-მა სასტარტოში). მატჩის განაცხადში მხოლოდ ერთი
ფეხბურთელი არ ყოფილა - "ჰერტას" ვიცე-კაპიტან ლევან კობიაშვილს ანგინა
შეჰყრია.
2011 წელს საკლუბო დონეზე ნაკრების წევრთა ანგარიშზე 15
ოფიციალური გოლია, აქედან 6 ლადო დვალიშვილის ანგარიშზეა. ამ შემადგენლობის
საშუალო ასაკი ზუსტად 26 წელია. გუნდში ყველაზე ასაკოვანი ლევან
კობიაშვილია (33 წლისა და 8 თვის), ყველაზე ახალგაზრდა - ჯანო ანანიძე (18
წლისა და 5 თვის).
ფეხბურთელი ასაკი კლუბი მეტოქე წუთი შენიშვნა 2011 წ. ნუკრი რევიშვილი 24 ანჟი (რუს) კრასნოდარი, 0:0 90 - 0 გ. 1 თ. გიორგი ლორია 25 დინამო სამტრედია, 7:1 90 - 1 გ. 4 თ, - 2 გ. როინ კვასხვაძე 21 ზესტაფონი კოლხეთი, 0:0 90 - 0 გ. 6 თ, -2 გ. კახა კალაძე (კაპ) 33 ჯენოა (იტა) პალერმო, 1:0 90 - 13 თ, 1 გ. გურამ კაშია 23 ვიტესი (ჰოლ) ჰერენვენი, 1:1 90 - 7 თ, 1 გ. ლაშა სალუქვაძე 29 ვოლგა (რუს) ტომი, 2:0 90 - 1 თ. აკაკი ხუბუტია 24 გაზ მეთანი (რუმ) სპორტული, 1:0 90 - გაფრთ. 3 თ. ალექს. ამისულაშვილი 28 კრასნოდარი (რუს) ანჟი, 0:0 90 - 1 თ. დავით კვირკველია 30 პანიონიოსი (საბ) ლარისა, 3:3 90 1 პასი 3 თ. კახა ალადაშვილი 27 ზესტაფონი კოლხეთი, 0:0 64 - გაფრთ. 6 თ. გიორგი ხიდეშელი 23 ზესტაფონი კოლხეთი, 0:0 26 - 3 თ. ზურაბ ხიზანიშვილი 29 რედინგი (ინგ) სიტი, 0:1 90 - 5 თ. ლევან კობიაშვილი 33 ჰერტა (გერ) ფიურტი, 2:0 არ უთამაშია 8 თ, 1 გ. გოგიტა გოგუა 27 ვოლგა (რუს) ტომი, 2:0 90 1 პასი 1 თ. ჯანო ანანიძე 18 სპარტაკი (რუს) როსტოვი, 0:4 38 - 4 თ, 1 გ. ჯაბა კანკავა 24 კრივბასი (უკრ) ტავრია, 1:2 90 - გაფრთ. 2 თ. სანდრო გურული 25 კარპატი (უკრ) შახტარი, 1:0 სათადარიგო 0 თ. მურთაზ დაუშვილი 21 ზესტაფონი კოლხეთი, 0:0 სათადარიგო 5 თ, 1 გ. ალექსანდრე იაშვილი 33 კარლსრუე (გერ) დუისბურგი, 3:1 90 - 1 გ. 8 თ, 3 გ. ლადო დვალიშვილი 24 მაქაბი (ისრ) ჰაპოელი ჰ, 2:0 45 - 1 გ. 7 თ, 6 გ. დავით სირაძე 29 სპარტაკი ნ. (რუს) კრილია, 1:0 სათადარიგო 0 თ. ოთარ მარცვალაძე 26 ვოლგა (რუს) ტომი, 2:0 90 - 1 გ. 1 თ, 1 გ. მათე ვაწაძე 22 ვოლგა (რუს) ტომი, 2:0 3 - 1 თ.
|