ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 28 » ლეგიონის ამბები
|
ისრაელის ჩემპიონატის 12-ე ტურის მატჩში, ჰაიფას "მაკაბისა" და "ჰაპოელს"
შორის ლადო დვალიშვილი გატანილი გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
შეხვედრა "მაკაბის" გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
პირველი ტაიმი
თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლებს მეტოქის დამწუხრება რამდენჯერმე
შეეძლოთ. ტაიმის დასასრულს "მაკაბიმ" ანგარიშის გახსნა მოახერხა. 44-ე
წუთზე ბენადოს ჩაწოდებული ბურთი დვალიშვილმა თაური დარტყმით კარში
გადაგზავნა.
მეორე ტაიმის 64-ე წუთზე მაკაბიმ ჯარიმა მოიპოვა.
საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი დვალიშვილმა თავით მეკარის მოედანში ჩააგდო,
რაფაელოვმა გოლკიპერს დაასწრო და ბურთი კარი ბადეში გაახვია.
სამწუხაროდ,
მატჩის 75-ე წუთზე "მაკაბის" მეორე ქართველმა ლეგიონერმა ზურაბ
მენთეშაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
სერბეთის
ჩემპიონატის საშინო მატჩში ქართველი შემტევი ნახევარმცველის გუნდმა
"სმედეროვო" დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა, მერაბმა ანგარიში მატჩის
დასაწყისშივე, 4-ე წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი 28-ე წუთზე გაიტანა და
სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა.
ნოვი სადის "ვოივოდინას" 28 ქულა
დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. გუნდი ლიდერ
პარტიზანს 6, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" 3 ქულით
ჩამორჩება.
სერბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის 12 ჩატარებულ შეხვედრაში მერებაშვილის ანგარიშზე 4 გოლია.
|
ნანახია: 758 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|