ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 18:39


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 11 » ლეგიონის ამბები
10:38
ლეგიონის ამბები
http://worldsport.ge/GetPic.aspx?Image=2cd2b1fb-2a11-43e3-8373-9be9218cdc5b.jpg&size=350


ესპანელი ხუანდე რამოსის მისვლის შემდეგ "დნიპროს" შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს უჩა ლობჟანიძეს, თუმცა დღეიდან შეიძლება, ეს რადიკალურად შეიცვალოს, რადგან სწორედ ქართველი მცველის გადამწყვეტი პენალტის წყალობით რამოსის გუნდი უკრაინის თასის ნახევარფინალში გავიდა. ლუგანსკში "ავანგარდის" სტადიონზე 17 ათასი მაყურებელი გააწბილა ჩვენებურმა, რომელიც ესპანელმა მოედანზე 63-ე წუთზე შეიყვანა რუსოლის ნაცვლად. ჯაბა კანკავამ სათასო მატჩს, რომლის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, სათადარიგოთა სკამიდან უყურა, პენალტების სერია კი "დნიპრომ" 5:4 მოიგო. მე-5 გოლი სწორედ უჩა ლობჟანიძის ანგარიშზეა.

ლვოვის "კარპატი" 0:2 დამარცხდა კიევის "არსენალთან" და გათამაშებას დაემშვიდობა. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული სანდრო გურული 59-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ "კარპატის" ვერაფრით შეეწია. დიმიტრი ტატანაშვილის "მეტალურგი" "შახტარს" ეომა სტუმრად, თუმცა 0:1 დამარცხდა. ჩვენებური 69-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ნახევარფინალში "შახტარი", "დინამო", "არსენალი" და "დნიპრო" გავიდნენ.

უნგრეთის თასზე სასტიკად შერცხვა ვახტანგ ფანცხავას "ვაშაში", რომელმაც შინ 6 უპასუხო გოლი გაუშვა "ზალაეგერშეგისგან". ჩვენებურს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. კვიპროსის თასზე "ეთნიკოსმა" ლევან ქებაძის გარეშეც 2:0 მოუგო სტუმრად "ნეა სალამინას". ლევან მაღრაძის "ერმისი" 2:3 დამარცხდა ქვედა ლიგის "ადონისთან". ლევანმა 90 წუთი ითამაშა.

დანიის თასზე "ორჰუსი" შინ 0:1 დამარცხდა "მიდტიულანდთან" და გამოვარდა. დავით დევდარიანმა 90 წუთი ითამაშა დამარცხებულთა შორის. ისრაელის ტოტოს თასზე არ უთამაშია ვლადიმერ დვალიშვილს, მისმა "მაქაბიმ" 1:0 მოუგო "ჰაპოელს" ჰაიფას დერბიში. ჰოლანდიის თასზე მერაბ ჟორდანიას "ვიტესმა" 3:0 მოუგო "რინსბურგს ბოიზს". ქვედალიგელებთან შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ. სერბეთის თასზე 1:0 იმარჯვა გიორგი მერებაშვილის "ვოივოდინამ". ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ჩაატარა "იაგოდინასთან" მატჩი და ერთობ აქტიურიც იყო.

"ჯენოას" ახალმა თავკაცმა დავიდე ბალარდინიმ პირველივე მატჩში სათადარიგოთა სკამზე დასვა კახა კალაძე, მისმა გუნდმა კი მორიგ ტურში 1:0 დაამარცხა "ბოლონია". ჩვენებური მწვრთნელმა ბოლო წუთზე შემოუშვა, ასე რომ, მის მონაწილეობას ამ შეხვედრაში სიმბოლური ეთქმის...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ნანახია: 707 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!