ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 23.04.2024, 13:44


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 18 » ხორვატიასთან მატჩისთვის მზადებას ქომაგებიც იწყებენ
15:12
ხორვატიასთან მატჩისთვის მზადებას ქომაგებიც იწყებენ


საქართველო-ხორვატიის ეროვნული ნაკრებების 26 მარტის მატჩმა ქართველ გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ემზადებიან "ქართული სპორტის ქომაგებიც". მათ გუშინ "ვარდების მოედანზე” პრესკონფერენცია გამართეს, რომლის შემდეგაც 2 ჯგუფად (დასავლეთის და აღმოსავლეთის) გაიყვნენ და კომპანია "ნატახტარის" მხარდაჭერით რეგიონებში გაემგზავრნენ.

დასავლეთის ჯგუფის მარშრუტი ასეთია:
17 მარტი, ხუთშაბათი: თბილისი-გორი-ბათუმი;
18 მარტი, პარასკევი: ბათუმი-ლანჩხუთი-ფოთი-ზუგდიდი;
19 მარტი, შაბათი: ზუგდიდი-სენაკი-სამტრედია;
20 მარტი, კვირა: ქუთაისი-ზესტაფონი.


აღმოსავლეთის ჯგუფის მარშრუტი:
17 მარტი, ხუთშაბათი: თბილისი-ბოლნისი-მარნეული;
18 მარტი, პარასკევი: ახმეტა-ყვარელი-თელავი.

მიზანი რაიონებში გულშემატკივართა აქტიურ ჯგუფებთან შეხვედრა, გაერთიანების გეგმების გაცნობა და 26 მარტს 26-ე სექტორიდან ეროვნული ნაკრების ორგანიზებული გულშემატკივრობაა. მატჩზე დასწრება ბევრ ადამიანს სურს, მათ შორის რეგიონებში მაცხოვრებლებსაც, "ქართული სპორტის ქომაგები" კი მათ ორგანიზებულ თანადგომას აპირებენ.

რატომ მაინცდამაინც ეროვნული სტადიონის 26 სექტორი? დაარსების დღიდან, "ქართული სპორტის ქომაგები" სწორედ იქ იკრიბებიან. რეგიონებიდან ჩამოსულ გულშემატკივრებს კი ამ სექტორის 10-ლარიანი ბილეთების დაჯავშნით დაეხმარებიან, საჩუქრად გადასცემენ "ქომაგის" თეთრ მაისურებს, რომელთა დამზადებაშიც ისევ კომპანია "ნატახტარი" ეხმარებათ. ასე თბილისელი და რაიონებიდან ჩამოსული გულშემატკივრები სოლიდურ ძალად გაერთიანდებიან და ნაკრებსაც ომახიანად უქომაგებენ - ძალა ხომ ერთობაშია.

ამას გარდა, "ქართული სპორტის ქომაგები" ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრასაც აპირებენ, რათა თამაშის დღეს ქომაგებს გამოუყონ უფასო ავტობუსები და მატჩზე დასწრების მსურველებს თბილისში და უკან ტრანსპორტირებაში დაეხმარებიან.

"მატჩამდე რეგიონებიდან ჩამოსული ავტობუსები და ავტომანქანები მცხეთაში შეიკრიბება, საიდანაც თბილისისკენ ტრადიციულ მსვლელობას მოვაწყობთ. საღამოს, მატჩის დაწყებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე კი 26-ე სექტორში შევიკრიბებით. ჩვენი მიზანი 26 მარტს ჩვენს სექტორში მრავალრიცხოვანი ჯგუფის შეკრებაა, რომელიც ტრიბუნას "ქომაგების” თეთრი მაისურებით გადაათეთრებს და შექმნის ისეთ ატმოსფეროს, რომელსაც მთელი სტადიონი აყვება”, - გვითხრა "ქართული სპორტის ქომაგთა" ერთ-ერთმა ლიდერმა ამირან ურუშაძემ.




ნანახია: 760 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!