ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » მარტი » 19 » კობის ანგინა გაუგრძელდა
20:32 კობის ანგინა გაუგრძელდა |
გუშინ ევროპაში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, სამმა მათგანმა კი
თავი გოლითაც გამოიჩინა. II ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-2 ტურია ვერ თამაშობს
ლევან კობიაშვილი (მისი "ჰერტა" სტუმრად "ინგოლშტადტს" დაუზავდა - 1:1),
ვეტერან ქართველს ანგინა აქვს. იმედია, ამის გამო მას ხორვატიის ნაკრებთან
მატჩის გამოტოვებაც არ მოუხდება.
ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა,
ალექსანდრე იაშვილმა გოლი გაიტანა, მაგრამ რაღა დროს - მისი "კარლსრუე" 0:5
მარცხდებოდა "მიუნხენთან", როცა ჩვენებურმა პრესტიჟისა შეაგდო. დიდია
საფრთხე, რომ უკვე უიქენდის მატჩების შემდეგ "კარლსრუე" გასავარდნ ზონაში
აღმოჩნდება. სანუგეშოდ იმას ვიტყვით, რომ "კარლსრუეს" ჩავარდნა მისი
კაპიტნის ბრალი არ არის, ამ თამაშშიც მან საუკეთესო შეფასება მიიღო
"შპორტალისგან" - 3,5 ბალი.
სეზონი განაახლა "ორჰუსმა", რომელმაც
შინ 2:0 მოუგო "ჰორბოს". ვიასატლიგის პირველი გოლი 2011 წელს ქართულია -
დავით დევდარიანმა 33-ე წუთზე დააწინაურა თავისიანები. ეს დევდარიანის მე-8
გოლია ჩემპიონატში.
მესამე ქართული გოლი კი აზერბაიჯანში გავიდა,
"ყარაბახმა" აზალ-ს გიორგი ადამიას პენალტის წყალობით მოუგო - 1:0. ადამიამ
ჩემპიონატში მე-12 გოლი გაიტანა. ჰოლანდიაში გურამ კაშიას (90 წუთი)
"ვიტესი" "ალკმაარს" ესტუმრა და 1:3 წააგო. რუმინეთიდან ნაკრებში მოგებული
მოდის აკაკი ხუბუტია, მისმა "გაზ-მეთანმა" 2:0 დაამარცხა "პანდური",
ჩვენებურმა სრულად ითამაშა.
|
ნანახია: 829 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|