საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის" ნახევარმცველი –
ჯანო ანანიძე, სავარაუდოდ, დღეს საღამოს, ევროპის ლიგის მერვედფინალურ,
განმეორებით მატჩს ამსტერდამის „აიაქსის" წინააღმდეგ გამოტოვებს.
ახალგაზრდა
ქართველ ნახევარმცველს კოჭის მცირე ტრავმა აწუხებს, რის გამოც, გუშინ ის
ინდივიდუალური პროგრამით ავარჯიშეს და არ დატვირთეს.
|