საქართველოს
ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე
მსოფლიოს 100 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის მოხვდა. ეს სია
ესპანურმა don balon-მა გამოაქვეყნა. ასეულში ადგილები არაა
დაკონკრეტებული.
სიაში 1989 წელს დაბადებულები და უმცროსები
არიან. რაც შეეხება ყველაზე ცნობილებს: ესპანელები – დავიდ დე ხეა
("ატლეტიკო”), ბოიან კრკიჩი ("ბარსელონა”) და სერხიო კანალესი ("რეალი”),
უელსელი გარეთ ბეილი ("ტოტენჰემი”), გერმანელები - ტომას მიულერი, ტონი
კროოსი ("ბაიერნი”), ლევის ჰოლტბი ("მაინცი”) და მარკო მარინი
("ვერდერი”), იტალიელები - მარიო ბალოტელი ("მანჩესტერ სიტი”) და ფედერიკო
მაკედა ("მანჩესტერ იუნაიტედი”), ბრაზილიელები - პატო ("მილანი”),
კოუტინიუ ("ინტერი”), რაფაელი ("მანჩესტერ იუნაიტედი”) და ნეიმარი
("სანტოსი”), ინგლისელი თეო უოლკოტი ("არსენალი”), არგენტინელი ხავიერ
პასტორე ("პალერმო”), ბოსნიელი მირალემ პიანიჩი ("ლიონი”), მექსიკელი
ჯოვანი დოს სანტოსი ("ტოტენჰემი”) და ასე შემდეგ...
წლეულს
იანვარში მსოფლიოს 50 ტალანტის სია რომ გამოქვეყნდა, ლევან ყენიაც მოხვდა,
თუმცა, ახლანდელ ნუსხაში რომ მისი გვარი არ ფიგურირებს, არცაა გასაკვირი –
ყენიას წლეულს საერთოდ არ უთამაშია.
|