ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 16 » ჯაბა კანკავა: "ნაკრებში იმედები უნდა გავამართლო"
13:43 ჯაბა კანკავა: "ნაკრებში იმედები უნდა გავამართლო" |
"აი, ჯაბა კანკავა და ლევან ყენია გამოჯანმრთელდებიან და ნაკრების
ნახევარდაცვა უკეთ ათამაშდება" - აღნიშნა ეროვნული გუნდის მწვრთნელმა
თემურ ქეცბაიამ შესარჩევი ციკლის ერთერთი მატჩის შემდეგ გამართულ
პრესკონფერენციაზე და... ეს დღეც დადგა: დიდი პაუზის შემდეგ ჯაბა კანკავა
გამოჯანმრთელდა, "დნიპროს" დუბლებში თამაშიც მოასწრო, გოლიც გაიტანა და
მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინულ ვიშა
ლიგაში თამაშმა არ მოუწია.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც კანკავა
ეროვნულ გუნდში ვარჯიშობს და სლოვენიასთან მატჩისთვის ემზადება. იგი
ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში პირველადაა. დიდი პაუზის შემდეგ ეროვნულში
დაბრუნებულ ჯაბას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- ჯაბა, საქართველოს ნაკრებში დიდი ხანია აღარ გითამაშიათ... -
ძალიან გახარებული ვარ. ამ დღეს დიდხანს ველოდი. სამწუხაროდ, ტრავმების
გამო საკმაო პერიოდი გამიცდა. თუმცა ეს უკვე წარსულია და მთავარია, რომ
ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვე.
- დიდი ხანი არ არის, რაც ვარჯიში განაახლეთ. როგორ ფორმაში ხართ? -
ვარჯიში თვენახევრის წინ დავიწყე. რა თქმა უნდა, ოპტიმალურ ფორმაში არ
ვარ, რადგან საამისოდ დრო არ მეყო, თუმცა მოუმზადებელიც არ გახლავართ.
"დნიპროს" დუბლებში რამდენიმე მატჩი ჩავატარე, მთავარი გუნდის 18-კაციან
შემადგენლობაშიც ვიყავი, მაგრამ პაუზის შემდეგ ჯერ თამაშმა არ მომიწია.
ერთი სიტყვით, ვფიქრობ, სანაკრებო დონეზე თამაში შემიძლია და თუ მოედანზე
შემიშვებენ, ყველაფერს გავაკეთებ ნაკრების წარმატებისთვის.
- ეროვნული გუნდის თავკაცმა სლოვენიაში წამსვლელთა 21-კაციან სიაში დაგასახელათ... - დიახ ასეა და ძალიან გამეხარდა. უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ სლოვენიაში თამაში მომიწევს.
- როგორც ვიცი ნაკრების თავკაცი გესაუბრათ. -
თემურ ქეცბაიამ მომიკითხა, დაინტერესდა ჩემი ამბით. მკითხა, თუ როდის
განვაახლე წვრთნა, რა ინტენსივობით ვვარჯიშობდი, რამდენ შეხვედრაში
ვითამაშე და ა. შ. ერთი სიტყვით, საქმიანი საუბარი გვქონდა.
-
ერთ-ერთი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ თქვა -
კანკავა და ყენია გამოჯანმრთელდებიან და ნაკრების ნახევარდაცვაც უკეთ
ათამაშდებაო. აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ნაკრების მწვრთნელი თქვენზე დიდ
იმედს ამყარებს... - ეს ძალიან მახარებს. ფეხბურთელისთვის მწვრთნელის ნდობა ბევრს ნიშნავს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს იმედები გავამართლო.
- სლოვენიაზე რა წარმოდგენის ხართ? -
მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდია და რთული მატჩი გველის. "ლელოში"
წავიკითხე, სლოვენიელები ძლიერი შემადგენლობით ემზადებიანო. წლეულს ჩვენს
ნაკრებს თამაში არ წაუგია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა წელიწადი
დაუმარცხებლად ჩავამთავროთ. სლოვენიაში მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ
და სასურველი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.
- თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში პირველად ხართ გამოძახებული. ვარჯიშები როგორ მოგწონთ? - შინაარსიანი და მიზანმიმართული ვარჯიშებია. მწვრთნელის ყველა დავალებას გარკვეული დანიშნულება აქვს.
-
ახლა საკლუბო თემაზეც გკითხავთ. "დნიპროს" მთავარ მწვრთნელად ესპანელი
ხუანდე რამოსი გასულ თვეში დაინიშნა. თქვენზე რა წარმოდგენის არის? -
იცის, რომ ტრავმების გამო გარკვეული პერიოდი გამიცდა. მწვრთნელი დუბლების
მატჩებსაც ესწრება ხოლმე, ჩემი თამაშიც ნახა და შემდეგ მთავარ გუნდში
გადამიყვანა. თუ ნაკრებში თამაში მომიწევს, ეს ჩემს საკლუბო კარიერასაც
დიდად წაადგება.
- "დნიპროდან" ნაკრებში თქვენი
თანაკლუბელი უჩა ლობჟანიძეც იყო გამოძახებული, მაგრამ გუნდს ტრავმის გამო
გამოაკლდა. რამდენად სერიოზულია უჩას ტრავმა? - მას მუცლის
კუნთი აქვს დაზიანებული. თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაშიც აწუხებდა,
მაგრამ თამაშის დროს გახურებული იყო და იმდენად არ ემჩნეოდა. იმ
შეხვედრაში უჩამ გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და ნახევარფინალში გავედით.
ვფიქრობ, ლობჟანიძის მდგომარეობა საგანგაშო არ არის, მაგრამ ექიმებმა
დროებით დასვენება და სპეციალური მკურნალობა დაუნიშნეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|
ნანახია: 815 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|