ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 3 » იტალიელებს ძველი კალაძე გაახსენდათ
12:15 იტალიელებს ძველი კალაძე გაახსენდათ |
გასულ უქმეებზე იტალიურ სერია A-ში ჩატარებულ ტურში ჩვენი ნაკრების
კაპიტანმა კახა კალაძემ გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მართალია, ჩვენებურის
"ჯენოა" პორტუგალიის ნაკრების მეკარე ედუარდოს შეცდომის გამო "ინტერთან"
მინიმალურად დამარცხდა (0:1), მაგრამ კალაძე მაინც გამოარჩიეს. ეს ჩვენი
არა, იტალიური საიტების ვერსიაა და ამაზე აპენინელი მიმომხილველების
შეფასებებიც მეტყველებს. საიტმა "დელლოსპორტმა" კალაძე მე-9 ტურის
სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ჩვენი ნაკრების კაპიტნის თამაში 7 ბალით
შეფასდა. საიტს იქვე არგუმენტებიც მოჰყავს:
"მართალია, დაცვის
მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ
ზონასაც კეტავდა. 39-ე წუთზე აშკარა გოლისგან იხსნა "ჯენოა" და რომ არა
ედუარდოს დასანანი შეცდომა, ძნელი სათქმელია, გაიტანდა თუ არა გოლს
"ინტერი". კალაძე შეტევაშიც ხშირად მონაწილეობდა. ქართველი იმდენად
პროდუქტიული იყო, ბევრს "მილანში" ფორმის პიკზე მყოფი კალაძეც გაახსენდა".
სიმბოლური
ნაკრებიც საინტერესოა და მასაც აქვე გთავაზობთ: მუსლერა (ლაციო) - ანდრე
დიასი (ლაციო), ბურდისო (რომა), კალაძე (ჯენოა) - ისლა (უდინეზე), ფელიპე
მელო (იუვენტუსი), მუნტარი (ინტერი), კოსუ (კალიარი) - სანჩესი (უდინეზე),
დელ პიერო (იუვენტუსი), ლავეცი (ნაპოლი).
პოპულარულმა Gol.com-მა კი ანალიზისას გმირი და ანტიგმირი დაასახელა. გმირად კალაძე შერაცხა, ანტიგმირად კი - მეკარე ედუარდო.
"ინტერთან"
მარცხის შემდეგ "ჯენოა" ცხრილში 2 საფეხურით დაქვეითდა და მე-11 ადგილზე
მოკალათდა. მომდევნო ტურში (კვირას, 7 ნოემბერს) "ჯენოა" სტუმრად
"პალერმოს" ეთამაშება.
|
ნანახია: 747 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|