ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 20 » ინტერვიუ თემურ ქეცბაიასთან
09:46 ინტერვიუ თემურ ქეცბაიასთან |
8 მატჩი წაუგებლად - ეროვნული გუნდის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ
ქეცბაიამ ნაკრებში ახალი დროების შექმნა დაიწყო, რომლის პირველი ნაწილი
დაუმარცხებელი წელიწადია. თანაც, ბოლო მუნდიალის მონაწილე სლოვენია
სტუმრად ექსპერიმენტული შემადგენლობით დავამარცხეთ. კოპერის მატჩსა და
მოგებაში გულშემატკივრებმა მომავლის გუნდი დაინახეს.
საინტერესოა,
რა ჩანაფიქრი აქვს ქეცბაიას, რა იქნება ნაკრების თავკაცის მომდევნო
ნაბიჯი, რას ფიქრობს დებიუტანტებზე, ნაკრებში დაბრუნებულ მოთამაშეებზე,
ეროვნული ჩემპიონატიდან მიწვეულ ფეხბურთელებზე, მომავალ მატჩებზე... ამ
საკითხებზე სასაუბროდ ქეცბაიას გუშინ კვიპროსზე დავუკავშირდით.
-
ინტერვიუ სლოვენიელებთან თამაშის გახსენებით დავიწყოთ. ერთი შეხედვითაც
ნათელი იყო, რომ ამ მატჩს დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა... -
ამხანაგური მატჩები ექსპერიმენტების, ახალი ფეხბურთელების გამოცდის და
ახალი ტაქტიკური სქემების დამუშავების საშუალებაა. მინდოდა, იმ
ეხბურთელების თამაში მენახა, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში გამორჩეულები
არიან. მოვიწვიეთ ის მოთამაშეებიც, რომლებიც ტრავმის გამო გარკვეული
პერიოდის განმავლობაში ეროვნულში არ გამოძახებულან. ეს მატჩი მათთვის
ეროვნულში მოხვედრისა და დამკვიდრების შანსი იყო. გუნდში კონკურენციის
გაზრდაზეც გვქონდა გათვლა... ერთი სიტყვით, ამ მატჩს მართლაც დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა.
- შეიძლება ითქვას, რომ ამ გათვლამ გაამართლა. კოპერის მატჩმა ბევრი რამ დაგანახათ. იქნებ კონკრეტულად გვითხრათ - რა... -
კონკრეტულად გვარების დასახელება მიზანშეუწონლად მიმაჩნია. ზოგი
ფეხბურთელი კარგად წარმოჩნდა, ზოგისგან უფრო მეტს ველოდი. თუმცა ჩვენ
არავისთვის ხაზი არ გადაგვისვამს. თავიანთ კლუბებში თავგამოჩენილ
ფეხბურთელებს მომავალშიც გამოვცდით. ასე რომ, მათაც და სხვებსაც შანსი
ექნებათ...
- ზოგადი შეფასებით, ნაკრების თამაშით კმაყოფილი თუ ხართ? -
სლოვენია ძლიერი გუნდია. ასეთ მეტოქესთან თამაშში უფრო მკვეთრად ჩანს
პლუს-მინუსები. თითო-ოროლა მოთამაშის გარდა, ვინც კოპერში ითამაშა მთელი
წლის განმავლობაში ნაკრებში არ იყო და არ იცოდა ჩვენი მოთხოვნები.
მიუხედავად ამისა, ზოგი კარგად წარმოჩნდა, ზოგი იმდენად ვერა, მაგრამ ერთი
რამ ცხადი იყო, ყველამ მოინდომა.
- როცა სლოვენიელებმა
გაგვიტანეს, ახალი შემადგენლობა, რომელსაც ერთად არ უთამაშია არ გატყდა და
არ დაიქსაქსა. როგორც ჩანს, გუნდი ფსიქოლოგიურადაც კარგად იყო
მომზადებული... - ფსიქოლოგიური ფაქტორი გუნდის მომზადების
მნიშვნელოვანი ნაწილია და ამას ყოველთვის უნდა მიექცეს ყურადღება.
გაშვებული ბურთის მიუხედავად, ჩვენმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და
თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს. თავდადებისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის
ბიჭების მადლიერი დავრჩი და ეს მატჩის შემდეგაც აღვნიშნე.
- სლოვენიაში საკმოდ კარგად ითამაშა მეკარე გიორგიმ ლორია და ეს არაერთმა სპეციალისტმა განსაკუთრებით აღნიშნა... -
ლორიამ მართლაც კარგად ითამაშა და შეიძლბა ითქვას, რომ ჩვენს გუნდში
საუკეთესო იყო. ძნელი ბურთები აიღო, პენალტი მოიგერია... კმაყოფილი ვარ,
რომ ორი სრულფასოვანი მეკარე გვყავს. რევიშვილსაც და ლორიასაც, შეგვიძლია
ვენდოთ. სხვა ფეხბურთელებმაც გამოიჩინეს თავი. ეს კარგად გამოჩნდა და ყველამ დაინახა.
-
ახლახან პრესკონფერენციაზე აღნიშნეთ, ჯაბა კანკავამ დაიწყო თამაში, ლევან
ყენიაც გამოჯანმრთელდება და ნახევარდაცვაც უფრო კარგად ამოქმედდებაო... -
ყენიას ჯერ არ დაუწყია ვარჯიში და ველოდებით. იმედია გაზაფხულზე მოედანს
დაუბრუნდება. სასიხარულოა, რომ კანკავა დაბრუნდა, მაგრამ ის ჯერ შორსაა
ოპტიმალური ფორმისგან. მას აქვს უკეთ თამაშის პოტენციალი და ვფიქრობ,
ფორმას მალე აღიდგენს.
- ეროვნული ჩემპიონატიდან სლოვენიაში არაერთმა ითამაშა. მათზე რას გვეტყოდით? -
ქართული კლუბების ფეხბურთელებს სანაკრებო დონემდე მისაღწევად არცთუ ცოტა
აქვთ სამუშაო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან
ნაკრებში ფეხბურთელებს აღარ მივიწვევ. ვინც კი გამორჩეული იქნება ქართულ
გუნდებში, ნაკრებში გამოვიძახებთ. ამჯერადაც 30 ფეხბურთელს ვავარჯიშებდით
და 21 წავიყვანეთ სლოვენიაში. აქედან სამი მატჩის განაცხადში არ იყო და
თამაშმა არ მოუწია, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამ არის. ეს ფეხბურთელები
ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშობდნენ, ნახეს, თუ რას მოვითხოვთ მათგან, რა აქვთ
დასახვეწი, რაზე უნდა იმუშაონ... ეს მათ საკუთარ თავზე მუშაობისას უნდა
გამოიყენონ, კლასი აიმაღლონ, ხვალ-ზეგ უკეთ წარმოჩნდნენ და ნაკრებში
მოხვდნენ. ეროვნული ჩემპიონატის დონე აუცილებლად უნდა ავამაღლოთ. ამის
გაკეთება ერთი ხელის მოსმით ძნელია, მაგრამ თუ არ გავისარჯეთ, ქართულ
კლუბებში მოთამაშეებს, რჩეული ლეგიონერებთან სერიოზული კონკურენცია
გაუჭირდებათ.
- კოპერის მატჩმა ჩვენს გულშემატკივარს
რწმენა და იმედი ჩაუსახა. ხალხი ფიქრობს, რომ დღეს თუ არა ხვალ ჯგუფიდან
გასვლისთვის შეგვიძლია ვიბრძოლოთ... - რეალისტები უნდა ვიყოთ,
ამ გადახალისებული შემადგენლობით სლოვენიაში მოგებამ ეიფორია არ უნდა
გამოიწვიოს. ცაში ფრენა არაფერს გვარგებს, მიწაზე უნდა დავეშვათ და
მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. ნაკრების ყველა ფეხბურთელი ყველა მატჩს
დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და კვლავაც ბოლო წუთამდე იბრძოლოს.
-
საერთო აზრით, გადახალისებული შემადგენლობით სლოვენიაში თამაში სწორი
ნაბიჯი იყო, მაგრამ ყველას აინტერესებს, რა იქნება მომდევნო ნაბიჯი... -
გეგმებსა და ჩანაფიქრებზე ლაპარაკი ჯერ არ მინდა. ყველამ კარგად უნდა
გავითავისოთ ერთი რამ: ჩვენს ფეხბურთში გამოსასწორებელი და საკეთებელი
ძალიან ბევრია.
- მოვა დრო და ეროვნულის სტაჟიანი წევრები კარიერას დაასრულებენ. კოპერის მატჩში ბევრმა მომავლის ნაკრები დაინახა... -
რა თქმა უნდა, მომავალზე უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, მაგრამ ჯერ ისინი
უნდა გამოვიყენოთ, ვინც გვყავს. სლოვენიის ნაკრებს ამხანაგურად ვეთამაშეთ.
ასეთი მატჩი კი საკვალიფიკაციო ეტაპის პრინციპული შეხვედრებს დონით
საგრძნობლად ჩამოუვარდება. შესარჩევი ციკლის თამაშებში სწორედ ნაკრების
სტაჟიანი წევრები, გამოცდილი ფეხბურთელები გვჭირდება. ისინი კოპერში
მიზეზთა გამო არ იყვნენ. მათ კიდევ დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ
ეროვნული გუნდისთვის. კლუბებმა გვთხოვეს და ამჯერად დავთმეთ ისინი, რადგან
ამხანაგური თამაში იყო. საკვალიფიკაციო ციკლის ოფიციალურ მატჩებში კი
ყველა გვჭირდება და დათმობას არ ვაპირებთ.
- შესარჩევის
მარტის მატჩებამდე თებერვალში კიდევ ერთი ამხანაგური თამაში უნდა იყოს.
ისევ გადახალისებულ შემადგენლობას მიიწვევთ ნაკრებში თუ ეს ხორვატებთან
თამაშის გენერალური რეპეტიცია იქნება? - თებერვალში
ექსპერიმენტებისთვის არ გვეცლება, მარტში უძნელესი და გადამწყვეტი მატჩები
გველის შინ ხორვატიასთან და სტუმრად ისრაელთან. ამიტომ იმ მთავარ ბირთვს
გამოვიძახებთ, რომლითაც ხორვატებთან თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ.
- ნაკრებს სწრაფი და აგრესიული ცენტრფორვარდი სჭირდება. ბევრი ამ როლში ლევან მჭედლიძეს ხედავს... - მჭედლიძეს, რა თქმა უნდა ვაკვირდებით. მთავარია, სტაბილურად ითამაშოს, კლუბში კარგად წარმოჩნდეს და შანსი მასაც მიეცემა.
-
ხორვატიის ნაკრების თავკაცმა სლავენ ბილიჩმა განაცხადა, ქართველებთან ორი
თამაში, განსაკუთრებით კი თბილისური მატჩი გადამწყვეტი იქნებაო. აშკარაა,
ხორვატები 26 მარტის შეხვედრისთვის აქედანვე სერიოზულად ემზადებიან... -
ბილიჩის გუნდს ოთხს მატჩში უკვე ათი ქულა აქვს და დარჩენილ ექვს
შეხვედრაში, ალბათ, მინიმუმ ამდენივეს აიღებს. არა მგონია, ჩვენს ჯგუფში
ოც ქულაზე მეტი რომელიმე სხვა გუნდმა დააგროვოს. ასე რომ, ხორვატია ჯგუფში
პირველი ადგილის მთავარ პრეტენდენტად მიმაჩნია. ბილიჩი გუნდს თბილისში
თბილისში სამი ქულის ასაღებად ამზადებს. ჩვენ კი ჩვენი მიზნები გვაქვს და
ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ხორვატებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ
ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ სასურველი შედეგისთვის.
- თებერვლამდე, ნაკრების მომდევნო მატჩამდე მთელი სამი თვეა. ამ პერიოდისთვის რა გეგმები გაქვთ? -
ზამთარში საფეხბურთო პაუზაა და კლუბები მოსამზადებელ შეკრებას დაიწყებენ.
ბევრი მათგანი თურქეთში იქნება. კარგი იქნება თუ ქართველების უცხოურ
კლუბების მსგავსად, ჩვენი გუნდებიც მოახერხებენ და თურქეთში მოემზადებიან.
ჩავალ, ჩვენი ფეხბურთელების თამაშს დავაკვირდები, გავესაუბრები მათ და ამ
პერიოდს კვლავაც საქმისთვის, ნაკრებისთვის გამოვიყენებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|
ნანახია: 969 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|