ვითვალისწინებთ 26 მარტს გასამართი – საქართველოსა და ხორვატიის
ეროვნული ნაკრებების შეხვედრისადმი გულშემატკივართა დიდ დაინტერესებას და
დაწვრილებით გაგაცნობთ ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას ბილეთების
რაოდენობასთან და გაყიდვასთან დაკავშირებით.
ბილეთების ფასი 5 ლარიდან 30 ლარის ჩათვლითაა. გაყიდვაში იქნება:
5 ლარიანი ბილეთი – 6 514 ცალი
7 ლარიანი ბილეთი – 17 538 ცალი
10 ლარიანი ბილეთი – 15 735 ცალი
20 ლარიანი ბილეთი – 8 326 ცალი.
რაოდენობრივად ყველაზე ცოტა იქნება 30 ლარიანი ბილეთები (დასავლეთი ტრიბუნა, მეორე იარუსი, მე–8 და მე–9 სექტორები).
საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის – რევაზ
შენგელიას განცხადებით, ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 მარტიდან, ბორის
პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სალაროებში.
სფფ– ს პრესსამსახური
|