ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 23.11.2024, 10:58


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 16 » გურამ კაშია: "ხორვატებთან ურთულესი მატჩი გველის"
12:50
გურამ კაშია: "ხორვატებთან ურთულესი მატჩი გველის"


მცირე ტრავმის შემდეგ გურამ კაშია მომჯობინდა და არნემის "ვიტესში" ერედივიზიონის ბოლო ტურებში შეუცვლელად ითამაშა. 23 წლის ქართველმა მცველმა ჯერ "ვენლოს" წინააღმდეგ იასპარეზა, ბოლო ტურში კი - "ჰერენვენთან". მართალია, "ვიტესი" ჯერჯერობით მე-15 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე არ აურიდებია, მაგრამ ქართველი მცველს ეჭვი არ ეპარება, რომ გუნდი მალე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება.

გურამ კაშიას ჰოლანდიაში დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ტრავმამ ძალიან გაგაწვალა? აღარ უნდა გაწუხებდეს.
- სერიოზული არაფერია, სულ რაღაც სამი დღე დავისვენე, ისიც სიფრთხილის გამო - ნაკრების მატჩები ახლოვდებოდა, თავის ატკიება არ მსურდა და "ვიტესმაც" დამასვენა. ახლა ჩვეულებრივი დატვირთვით ვვარჯიშობ.

- "ვიტესი" ჯერ კიდევ გასავარდნთა ზონაშია და თავს მშვიდად ვერ იგრძნობთ.
- წლეულს რომ გადარჩება, ამაში დარწმუნებული ვარ. გაისიდან კი სერიოზული გუნდი იქნება. მერაბ ჟორდანიამ იმდენი და ისეთი ძლიერი ფეხბურთელები მოიყვანა, შეუძლებელია, ამან შედეგი არ გამოიღოს. ეგაა, შესათამაშებლად დრო გვჭირდება.

- როგორც ვიცით, ახალი სეზონიდან ჟორდანია კიდევ რამდენიმე ძლიერი მოთამაშის დამატებას აპირებს.
- ასეთი ჩანაფიქრი მართლაც არსებობს. მალე გიორგი ჭანტურიაც დაგვემატება და კიდევ უფრო გავძლიერდებით.

- მართალია, რომ გიორგი ვარჯიშებზე "ვიტესში" ერთ-ერთი გამორჩეულია?
- დიახ, ჭანტურია ძალიან ძლიერი თავდამსხმელი იზრდება და გუნდში მისი ძალიან ეიმედებათ. მალე სრულწლოვანი გახდება, სამუშაო ვიზას მიიღებს და თამაშის უფლებაც ექნება. ჰოლანდიაში ჩამოსვლამდე გიორგის არ ვიცნობდი, ვარჯიშებზე ნანახმა კი დამარწმუნა, რომ ტყუილად არ აქებდნენ.

- შეგიძლია თქვა, რომ "ვიტესს", ჰოლანდიას და მანდაურ ფეხბურთს შეეგუე?
- რა თქმა უნდა. მართალია, ძლიერი ჩემპიონატია და საქართველოს შემდეგ იოლი სათამაშო არ არის, მაგრამ ისეთი მოსამზადებელი პირობები და ხელშეწყობაა, ნელ-ნელა შევეგუე.

- და ისევე თავისუფლად თამაშობ, როგორც ბოლოს "დინამოში"?
- ასეც ვერ ვიტყვი, რადგან "დინამო" საქართველოში გამორჩეული კლუბია და იქ თამაში სხვაგვარ თავდაჯერებულობას მმატებდა. ეს იგივეა, ჰოლანდიაში "აიაქსის" ფეხბურთელი რომ იყო - ალბათ, იქ უფრო თავდაჯერებული ვიქნებოდი. "ვიტესი" მაინც აუტსაიდერია და ამ დონის პირველობაზე ასეთ გუნდში თამაში იოლი არ არის. თუმცა, უკვე გითხარით, რომ შევეგუე.

- შენი მაგალითით ისე ჩანს, რომ საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ პირდაპირ ჰოლანდიის ერედივიზიონში გადასვლა და თავის დამკვიდრება შესაძლებელია.
- შეუძლებელი მართლაც არაფერია, არადა, მაღალი დონის ჩემპიონატია და მიხარია, აქ რომ ვთამაშობ. ტრიბუნები თითქმის ყოველთვის სავსეა. თანაც, ძალიან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობს. ჩემი აზრით, ზოგადად, რუსეთის პრემიერლიგაზე მაღალი დონის ტურნირია.

- მაგრამ ფინანსურად რუსეთისას ბევრად ჩამორჩება, ეს გროზნოს "ტერეკში" გადასულმა რუუდ გულიტმა თქვა.
- რუსეთის პრემიერლიგის გუნდების დარი ფინანანსური შესაძლებლობები ჰოლანდიელებს ნამდვილად არ აქვთ. შედარებით მცირე ბიუჯეტების გარდა, ისიც სათქმელია, რომ ჰოლანდიაში გადასახადებიც საკმაოდ დიდია. რუსეთში კი ფეხბურთს ყველანაირად ეხმარებიან. ბოლო წლებში ფული იტალიელებსაც შემოაკლდათ და ბუნდესლიგის კლუბებსაც, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ რუსეთის პრემიერლიგა მათსას სჯობს.

- სანაკრებო თემასაც შევეხოთ: თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე კვლავ გამოგიძახა.
- ეს ძალიან მახარებს, იმედია, ადრე თუ გვიან ნაკრებში ადგილის დამკვიდრებას შევძლებ. კარგია ჰოლანდიაში მოხვედრა, კლუბში თამაშიც, მაგრამ ჩემი უმთავრესი საფიქრალი ნაკრებია. როცა იქნება, ჩემს ქუჩაზეც ხომ დადგება გაზაფხული.

- რას ფიქრობ, ხორვატიის ნაკრებთან წარმატების რა შანსი გაგვაჩნია?
- ღმერთმა ქნას, მოვიგოთ, ბოლო დროს ნაკრები ათამაშდა და წელიწადი წაუგებლად დავასრულეთ, მაგრამ ხორვატია ურთულესი მეტოქეა და ძალიან მძიმე შეხვედრას ველი. თითოეულ ფეხბურთელს უდიდესი მონდომება და კონცენტრაცია მოეთხოვება.

- "ვიტესის" თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდნენ გიორგი დევდარიანის ნაკრების წევრები ვაკო ყაზაიშვილი და დათა ხოჭოლავა. მათზე რას იტყვი?
- ანტალიაში ორივე ძალიან მომეწონა, მაგრამ ჰოლანდიაში ზრდასრული, მაღალ დონეზე გამოსვლის გამოცდილების მქონე მოთამაშეები სჭირდებათ, რომლებიც ერედივიზიონში ითამაშებენ. ამას გარდა, ყაზაიშვილი და ხოჭოლავა არიან ქართველები, ჯერაც არასრულწლოვანები და მათი აყვანა ევროკავშირის კლუბისთვის რთული საქმეა. ბოლო წლებში ამ მხრივ ბარიერები მატულობს. თუმცა მათი ნიჭიერება ყველამ შენიშნა.
ნანახია: 814 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!