ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 23.04.2024, 16:25


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 6 » გიორგი დემეტრაძის განაჩენი, სავარაუდოდ, 11 მარტს გამოცხადდება
16:18
გიორგი დემეტრაძის განაჩენი, სავარაუდოდ, 11 მარტს გამოცხადდება


თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის მიმართ განაჩენი სავარაუდოდ, 11 მარტს გამოცხადდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განაჩენამდე დაგეგმილია ბრალდების და დაცვის მხარეების საკამათო სიტყვა. ბრალდება 5-8 წლამდე პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე კი - მათ გამართლებას.

დემეტრაძესთან ერთად, განაჩენს გამოუტანენ კიდევ სამ პირს - ამჟამად ძებნაში მყოფ ვატო ყიფიანს, დავით ფეიქრიშვილს და დავით გაგნიძეს. ყველა მათგანს ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში ედება.

გაგნიძეს დამატებით იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაშიც ადანაშაულებენ. ფეიქრიშვილი, დემეტრაძე, გაგნიძე და ყიფიანი დანაშაულს არ აღიარებენ.

საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ე.წ. მაზავშჩიკებთან მოგებულ თანხებს. თანხების ამოღებაში მოგებულებს ქურდული ტრადიციების მიმდევრები, კერძოდ, აღნიშნული პირები ეხმარებოდნენ. მოგებული თანხის ნაწილი ე.წ. ქურდულ ობშიაკშიც მიდიოდა.

ამავე საქმეში ბრალდებულია შსს-ს ყოფილი პოლკოვნიკი კახა მისირელი. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მას არასაპატიმრო ღონისძიება შეეფარდა.
ფეიქრიშვილს, დემეტრაძესა და გაგნიძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 8 ივლისს შეეფარდათ. ისინი გლდანის #8 საპყრობილეში არიან გადაყვანილი. დაუსწრებლად დაპატიმრება ვატო ყიფიანსაც შეეფარდა.


"ინტერპრესნიუსი"
ნანახია: 705 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!