დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, გაიმართა ჩვიდმეტ წლამდე ფეხბურთელთა
შორის უეფას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის
კენჭისყრა .
საქართველოს ჩვიდმეტ წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი კენჭისყრის შედეგად მერვე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ნაკრების მეტოქეები შვედეთის, ბულგარეთისა და მოლდოვის ნაკრები გუნდები არიან. U17 ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2011 წლის შემოდგომაზე გაიმართება. გათამაშების ფინალური ეტაპი, კი 2012 წლის მაისში სლოვენიაში ჩატარდება.
ჯგუფური გათამაშების მასპინძელი ქვეყნის ვინაობა სავარაუდოთ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
სფფ–ს პრესსამსახური
|