როგორც მოგეხსენებათ, ოთხი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლაშა
შინდაგორიძე, დავით ლეგაშვილი, დავით სხირტლაძე და გიორგი დიასამიძე, ერთი
კვირის განმავლობაში დავით დევდარიანის "ორჰუსში" ისინჯებოდა.
ფეხბურთელები ორი დღის წინ სამშობლოში დაბრუნდნენ. სამ მათგანზე -
(სხირტლაძე, ლეგაშვილი, შინდაგორიძე), დანიელებმა დადებითი გადაწყვეტილება
მიიღეს და ისინი, სავარაუდოდ, იანვრიდან, "ორჰუსს" შეუერთდებიან. რაც
შეეხება დიასამიძეს, პრობლემა მის ასაკთან დაკავშირებით იყო, როგორც
ფეხბურთელების ერთ-ერთი აგენტი -გუგა კაჭახიძე ამბობს, სავარაუდოდ,
დიასამიძეც დანარჩენებთან ერთად გაემგზავრება დანიაში და ექვსი თვე
დარჩება, თუმცა, ეს გადაწყვეტილებაც ჯერ მიღებული არ არის.
გუგა კაჭახიძე: "სინჯებმა კარგად ჩაიარა, ახლა უკვე ორივე
მხარე ტექნიკური დეტალების მოგვარებას ვიწყებთ, რასაც გარკვეული დრო
სჭირდება. ამ სამ ფეხბურთელზე გადაწყვეტილია უკვე, რომ "ორჰუსში"
ითამაშებენ, რაც შეეხება დიასამიძეს, ასაკის გამო ფიქრობენ და შესაძლოა
ისიც დაიტოვონ და ექვსი თვე მისცენ ვადა". როგორი კონტრაქტები და რა
პირობები ექნებათ, გეტყვით, როცა მოგვარდება პირველი ეტაპი და გრძელვადიან
ვიზებს მიიღებენ. ბევრი დეტალი იმიტომ არის მოსაგვარებელი, რომ ჯერ
მხოლოდ 17 წლისანი არიან".
goli.ge
|