საქართველოს ეროვნული ნაკრები, 21:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო
აეროპორტიდან ისრაელში გაემგზავრა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის
მორიგ მატჩს "ჯვაროსნები" ისრაელის ნაკრებთან გამართავენ.
ხორვატიის ნაკრებთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, დღეს, ნაკრებმა
ეროვნულ სტადიონზე აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა. თემურ ქეცბაიამ შემდეგი
ფეხბურთელები იახლა თან: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე,
კახა კალაძე, ლაშა სალუქვაძე, აკაკი ხუბუტია, ალექსანდრე ამისულაშვილი,
ლევან კობიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი,
ალექსანდრე იაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, კახა ალადაშვილი, დავით
კვირკველია, დავით სირაძე, გურამ კაშია, ოთარ მარცვალაძე, ირაკლი მოდებაძე,
ნიკოლოზ გელაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე. სხვადასხვა მიზეზების გამო, გუნდს
გამოაკლდნენ გოგიტა გოგუა და გიორგი ხიდეშელი.
საქართველოს ნაკრები და სფფ– ს დელეგაცია თელ ავივში, სასტუმრო "ქროუნ
პლაზაში" დაბინავდებიან. ხვალ საღამოს, ეროვნული გუნდი სტადიონ
"ბლუმფილდზე" ივარჯიშებს. სამშაბათს კი, თბილისის დროით 20:05 საათზე,
ქართველები ამავე სტადიონზე ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ სატურნირო თვალსაზრისით, ეს შეხვედრა ძალზე
მნიშვნელოვანია.
მატჩს მოემსახურება მსაჯთა ბრიგადა საფრანგეთიდან:
მთავარი მსაჯი – ფრედი ფოტრელი
ასისტენტები – ფრეჯი არჩაი და ლორენ სტიენი
მეოთხე მსაჯი – რუდი ბუკე
მატჩის დელეგატი – ივან ბორისოვ ლეკოვი (ბულგარეთი)
მსაჯთა დამკვირვებელი – ჯანკარლო დალ ფორნო (იტალია)
მატჩის დირექტორი – რონენ ერშო (ისრაელი)
სფფ–ს პრესსამსახური
|