3 მარტს, „მიხეილ მესხის" სტადიონზე, გელა შეყილაძის 16– წლამდელები
ვასილ მაისურაძის 17– წლამდელებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.
ნაკრებების
მთავარი მწვრთნელები, ამ შეხვედრას მომავალი საერთაშორისო ტურნირებისთვის
მოსამზადებლად და გუნდების ძირითადი ბირთვის შესარჩევად გამოიყენებენ.
გელა შეყილაძემ ამ მატჩისთვის შემდეგი 21 ფეხბურთელი გამოიძახა:
დავით
ბააზოვი, ლუკა ზარანდია, ცოტნე მესხი, ოთო კობახიძე, კოტე ჭაბაშვილი (35– ე
სკოლა), გიორგი თევზაძე, ზურა მალანია, ბაკურ გაბედავა, თორნიკე ტურავა
(„ბაია"), ანრი არველაძე, გაგი მარგველაშვილი (იმერეთი), ზურა გელაშვილი
(ახალციხე), დავით მარიამიძე (გორი), გაგა კირთაძე (რუსთავის „ოლიმპი"),
გიორგი ბუნტური, გიორგი ჩაფიძე (საქ.უნივერსიტეტი), ზურა ჯაფიაშვილი
(„ოლიმპიკი"), რომან ჭანტურია (თბილისის „ლოკომოტივი"), გიორგი ხორხელი,
ილია კერძევაძე (თბილისის „ოლიმპი"), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო")
შეხვედრა დღის 4 საათზე დაიწყება.
სფფ– ს პრესსამსახური
|