ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 19:26


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 24 » ჩვენი ნაკრების 2010 წლის მონაგარი
11:15
ჩვენი ნაკრების 2010 წლის მონაგარი


საქართველოს ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით წელიწადი ჩვენთვის საოცარი შედეგით, ანუ დაუმარცხებლად დაასრულა. შეგახსენებთ, წლეულს ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა რვა მატჩი ჩაატარა - ოთხი ოფიციალური, ოთხიც ამხანაგური და ჯამში სამ გამარჯვებას და ხუთ ფრეს მიაღწია.

ქეცბაია სანაკრებო ფეხბურთელების სელექციის პროცესს თავიდანვე აქტიურად შეუდგა და იმის მიუხედავად, რომ ბირთვი უკვე ჩამოყალიბებულია, ძიებას, ალბათ, გაისადაც გააგრძელებს. ჯერჯერობით, ქეცბაიას ნაკრებში თამაშის საშუალება 35 ფეხბურთელს მიეცა. ჩვენი ეროვნული გუნდის წევრებსა თუ კანდიდატებს უფრო დეტალურად "ლელოს" უახლოეს ნომრებში შევაფასებთ, ახლა კი თითოეული მათგანის სტატისტიკურ მონაცემებს გადავავლოთ თვალი და ძალიან მოკლედ გავიხსენოთ, ვინ რა სარგებელი მოუტანა ნაკრებს.


მეკარეები
ნუკრი რევიშვილი
შესარჩევი: 4 მატჩი, -2 გოლი
ამხანაგური: 1 მატჩი
გიორგი ლომაიას წასვლის შემდეგ ნაკრების მთავარი მეკარე გახდა და ყველა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა. მთავარია, კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეს.

გიორგი ლორია
ამხანაგური: 2 მატჩი, -1 გოლი
თავის გამოჩენის შანსი მოლდოვასა და სლოვენიაში მიეცა და კოპერში მატჩის გმირიც გახდა. ნაკრების კარს ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მისი პროგრესი აშკარაა. რევიშვილს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა.

გიორგი ლომაია
ამხანაგური: 1 მატჩი, -1 გოლი
ესტონეთთან, ქეცბაიას სადებიუტო მატჩში ჩვენი გუნდის კარი მან დაიცვა, მაგრამ მალევე სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.


მცველები
კახა კალაძე
შესარჩევი: 4 მატჩი
ამხანაგური: 3 მატჩი
ქეცბაიამ კაპიტანი დაცვის ცენტრიდან მარცხენა ფლანგზე გასწია, რაც სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. კალაძე წინა საკვალიფიკაციო ციკლთან შედარებით ახლა გაცილებით საიმედოა.

მალხაზ ასათიანი
შესარჩევი: 4 მატჩი
ამხანაგური: 3 მატჩი
კუპერის მიერ მოკვეთილი ასათიანი ქეცბაიამ ნაკრებში დააბრუნა და ამით ჩვენი დაცვის ცენტრი უწინდელზე გაცილებით საიმედო გახდა. თემურმა მალხაზი ერთხელ ნახევარდაცვაშიც გაამწესა, თუმცა ასათიანი თამაშს კვლავ უკანა ხაზში განაგრძობს.

ალექსანდრე ამისულაშვილი
შესარჩევი: 4 მატჩი
ამხანაგური: 2 მატჩი
ქეცბაიას მოსვლამდე ნაკრებში თითებზე ჩამოსათვლელი მატჩები ჰქონდა ჩატარებული, ახლა კი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და ასათიანს ღირსეულ მეწყვილეობას უწევს.

უჩა ლობჟანიძე
შესარჩევი: 3 მატჩი
ამხანაგური: 2 მატჩი
ძირითადი ფეხბურთელის სტატუსი ახალი ფორმაციის ნაკრებშიც შეინარჩუნა და დაცვის მარჯვენა ფლანგს ოთხიდან სამ შესარჩევ მატჩში აკონტროლებდა. მალტასთან შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გაუცდა.

ლაშა სალუქვაძე
შესარჩევი: 2 მატჩი (1 შეცვლაზე)
ამხანაგური: 2 მატჩი (1 შეცვლაზე)
ჩემპიონთა ლიგაში გამოცდილი სალუქვაძე ლობჟანიძის უმთავრესი ალტერნატივაა და ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელად რჩება.

გურამ კაშია
ამხანაგური: 2 მატჩი (1 შეცვლაზე)
სლოვენიაში დამაჯერებლად ითამაშა და, სავარაუდოდ, ახლო მომავალშიც რეალური სანაკრებო კანდიდატი იქნება.

გიორგი შაშიაშვილი
ამხანაგური: 2 მატჩი (ორივე შეცვლაზე)
გამოცდილი მცველი ქეცბაიამ ესტონეთსა და კამერუნთან მატჩებში ათამაშა, რის შემდეგაც აღარ მიუწვევია.

აკაკი ხუბუტია
ამხანაგური: 1 მატჩი
სლოვენიაში სადებიუტო სანაკრებო შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, ოფიციალური მატჩებისთვისაც თუ უხმობენ.

ილია კანდელაკი
ამხანაგური: 1 მატჩი
ითამაშა მხოლოდ კამერუნთან, მას შემდეგ სანაკრებო სიაში აღარ მოხვედრილა.

ლევან კაკუბავა
ამხანაგური: 1 მატჩი (შეცვლაზე)
ამპლუით მცველი სლოვენიაში საყრდენ ნახევარმცველად გაამწესეს და ნაკრების გამარჯვებაში წვლილი მანაც შეიტანა.


ნახევარმცველები
ლევან კობიაშვილი
შესარჩევი: 4 მატჩი
ამხანაგური: 3 მატჩი, 1 გოლი
ნაკრების ყველაზე სტაჟიანი წევრია და გუნდისთვის კვლავინდებურად შეუცვლელია. სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად, ლევანის სანაკრებო პოზიციები წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

გოგიტა გოგუა
შესარჩევი: 4 მატჩი (1 შეცვლაზე)
ამხანაგური: 2 მატჩი
მიზეზთა გამო კუპერის დროს ნაკრებსმიღმა იყო დარჩენილი, დაბრუნების შემდეგ დაგვარწმუნა, რომ გუნდისთვის უაღრესად საჭირო ფიგურაა.

ჯანო ანანიძე
შესარჩევი: 4 მატჩი (1 შეცვლაზე)
ამხანაგური: 2 მატჩი, 1 გოლი
თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს, რომ ნაკრების ლიდერობის ტვირთის ზიდვა შეუძლია. სლოვენიასთან პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა, რამაც, წესით, თავდაჯერება და სითამამე უნდა შეჰმატოს.

ზურაბ ხიზანიშვილი
შესარჩევი: 3 მატჩი
ამხანაგური: 4 მატჩი
დაცვიდან საყრდენად მისმა გადაწევამ აბსოლუტურად გაამართლა. ასეთი ტექნიკისა და საფეხბურთო აზროვნების მქონე მოთამაშე მოედნის შუაგულში მისწრება აღმოჩნდა.

გიორგი მერებაშვილი
შესარჩევი: 3 მატჩი (2 შეცვლაზე)
ამხანაგური: 3 მატჩი (ყველა შეცვლაზე)
თავიდან სისტემატურად იძახებდნენ, მაგრამ მალტასთან არადამაჯერებლად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ მისი გვარი სანაკრებო სიაში აღარ ამოგვიკითხავს.

დავით კვირკველია
შესარჩევი: 2 მატჩი
ამხანაგური: 3 მატჩი (1 შეცვლაზე)
წლეულს ნაკრებში მუდმივად იწვევდნენ, თამაში კი ხან უწევდა, ხან - არა. სლოვენიაში საუკეთესო სანაკრებო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია.

მურთაზ დაუშვილი
შესარჩევი: 2 მატჩი (1 შეცვლაზე)
სლოვენიაში ტრავმის გამო ვერ წავიდა, ბოლო ორი შესარჩევი შეხვედრა კი მაღალ დონეზე ჩაატარა და ნაკრებში დამკვიდრებაზე ხმამაღალი განაცხადიც გააკეთა.

ალექსანდრე კოშკაძე
შესარჩევი: 1 მატჩი (შეცვლაზე)
ამხანაგური: 2 მატჩი (ორივე შეცვლაზე)
გამოცდილმა დინამოელმა ნაკრებში სამჯერ ითამაშა, მაგრამ თავის გამოსაჩენად სამყოფი დრო ერთხელაც არ მისცემია.

თორნიკე აფციაური
შესარჩევი: 1 მატჩი (შეცვლაზე)
ამხანაგური: 2 მატჩი (ორივე შეცვლაზე)
ზუსტად ასეთივე რაოდენობის მატჩებში და დაახლოებით, იმავე დროით მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.

ზურაბ მენთეშაშვილი
ამხანაგური: 2 მატჩი (1 შეცვლაზე)
ტოპმიოლერისა და კუპერის ფორმაციის ნაკრებში შეუცვლელი იყო, ქეცბაიამ კი პირველ ორ ამხანაგურში ათამაშა და შემდეგ აღარ გამოუძახებია.

ჯაბა კანკავა
ამხანაგური: 1 მატჩი
მძიმე ტრავმისა და ორწლიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდს სლოვენიაში დაუბრუნდა და ეს უკვე სასიამოვნო ფაქტია. როცა ფორმაში შევა, ნაკრებს აუცილებლად გამოადგება.

გოჩა ხოჯავა
ამხანაგური: 1 მატჩი
სანაკრებო დებიუტი სლოვენიაში ჰქონდა და მოლოდინი ვერ გაამართლა. არც ვიცით, იყო თუ არა ეს მატჩამდე შეუძლოდ ყოფნის ბრალი.

თორნიკე ოქრიაშვილი
ამხანაგური: 1 მატჩი (შეცვლაზე)
ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა მანაც კოპერში ჩაატარა და თამაშში აქტიურად ჩაერთო. თვალსაჩინოდ პროგრესირებს და თუ ასე გააგრძელა, ქეცბაიას გუნდში დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს.


თავდამსხმელები
ალექსანდრე იაშვილი
შესარჩევი: 4 მატჩი (1 შეცვლაზე), 1 გოლი
ამხანაგური: 3 მატჩი
თითოეულ მატჩში ნაკრებისთვის დიდი სარგებლობა მოჰქონდა და მიმდინარე ციკლში ეროვნულ გუნდში პოზიციებს, ალბათ, მყარად შეინარჩუნებს. შეგახსენებთ, საბერძნეთში ანგარიში მან გახსნა.

ვლადიმერ დვალიშვილი
შესარჩევი: 3 მატჩი
ამხანაგური: 3 მატჩი
შარშან ნაკრების საუკეთესო თავდამსხმელი იყო, წლეულს კი ეროვნულ გუნდში გოლი ვერ გაიტანა. პირველ სამ შესარჩევ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გაამწესეს, ლატვიაში კი სათადარიგო იყო.

დავით სირაძე
შესარჩევი: 3 მატჩი (2 შეცვლაზე), 2 გოლი
ამხანაგური: 2 მატჩი (1 შეცვლაზე), 1 გოლი
3 გოლით საქართველოს ნაკრების წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გამარჯვება მოგვიტანა ესტონეთთან ამხანაგურ და მალტასთან შესარჩევ შეხვედრებში. აღსანიშნავია, რომ ამ სამიდან ორი გოლი სირაძემ შეცვლაზე შესულმა გაიტანა. ამ ეტაპზე ნაკრების მთავარ ცენტრფორვარდად მოიაზრება.

ნიკოლოზ გელაშვილი
შესარჩევი: 1 მატჩი (შეცვლაზე)
ამხანაგური: 3 მატჩი (2 შეცვლაზე)
ოთხჯერ მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ შესამჩნევი არც ერთ შეხვედრაში ყოფილა.

მათე ვაწაძე
ამხანაგური: 2 მატჩი
ისევე, როგორც სლოვენიაში შეცვლაზე შესულთა უმეტესობა, თამაშში ისიც კარგად ჩაერთო და საგოლე პასის ავტორადაც მოგვევლინა. თუ ტრავმებმა აღარ შეაწუხა, რეალურ სანაკრებო კანდიდატად დარჩება.

ოთარ მარცვალაძე
ამხანაგური: 1 მატჩი
რუსეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირმა სლოვენიასთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში კი ესტონეთთან ითამაშა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის შანსი უახლოეს პერიოდში მიეცემა.

ირაკლი მოდებაძე
ამხანაგური: 1 მატჩი
ნაკრებში პირველად ტოპმიოლერმა ათამაშა, საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის საუკეესო ბომბარდირი ეროვნულ გუნდს დიდი პაუზის შემდეგ სლოვენიაში დაუბრუნდა, სადაც ქეცბაიამ ძირითადში გაამწესა და შესვენებისას გურულით შეცვალა.

სანდრო გურული
ამხანაგური: 1 მატჩი (შეცვლაზე), 1 გოლი
უკეთეს დებიუტს ძნელად თუ ინატრებს ფეხბურთელი - ზედმეტია იმის შეხსენება, რომ რამდენიმე დღის წინ სანდრომ სლოვენიელებს გამთანაბრებელი გოლი გაუტანა, საერთოდ პროდუქტიულად ითამაშა და ნაკრებში დამკვიდრებაზე საფუძვლიანი პრეტენზია გამოთქვა.

რევაზ ბარაბაძე
ამხანაგური: 1 მატჩი (შეცვლაზე)
ითამაშა კამერუნთან, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკლუბოდ დარჩა და მისი არგამოძახებაც გასაკვირი აღარ იყო.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



ნანახია: 811 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!