ხორვატიის
ეროვნული ნაკრების მწვრთნელი პრესკონფერენციაზე დათქმულ დროს, მარტო
გამოცხადდა. მისი გუნდის არც ერთი ფეხბურთელი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე არ
გამოჩენილა.
პრესკონფერენცია, დაახლოებით, 15 წუთს გაგრძელდა. ხორვატთა თავკაცმა ასეთი კომენტარები გააკეთა.
სლავენ ბილიჩი:
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ თბილისში 3 ქულის ასაღებად ჩამოვედით და
ახლაც ამას გავიმეორებ, თუმცა, გააჩნია როგორ წარიმართება თამაში. ეს
ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თამაშის
ხასიათიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, შეიძლება ფრემაც კი
დაგვაკმაყოფილოს.
ძალიან
დიდი დანაკლისია ჩვენთვის ედუარდო და ის ტრავმირებული ფეხბურთელები,
რომლებიც ამ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარებიან. თუმცა, მათი შემცვლელების
ძალიან მეიმედება; არანაკლებ კარგი ფეხბურთელები არიან.
თავდაპირველად,
როცა კენჭისყრა გაიმართა და ჩვენს ქვეჯგუფში მოხვედრილი გუნდების ვინაობა
გაირკვა, მაშინ ვთქვი, რომ ხორვატია, საბერძნეთი და ისრაელი იქნებოდნენ
ლიდერთა სამეულში. თუმცა, საქართველოს და ლატვიასაც თავისუფლად შეუძლიათ
სამეულში მოხვედრა.
რაც
შეეხება თემურ ქეცბაიას, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ახალგაზრდა, ნიჭიერი
და ამბიციური მწვრთნელია. ჩემი აზრით, მას დიდი მომავალი და ყველაფერი აქვს
იმისათვის, რომ მაღალი დონის მწვრთნელად ჩამოყალიბდეს."
ამ წუთებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ხორვატიის ეროვნული ნაკრების წინასამატჩო ვარჯიში მიმდინარეობს.
სფფ– ს პრესსამსახური