ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 21.11.2024, 19:49


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 13 » ბაჩანა არაბული მანჩესტერიდან პასუხს ელის
23:26
ბაჩანა არაბული მანჩესტერიდან პასუხს ელის


საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბაჩანა არაბული თებერვლის ბოლოს ინგლისში "მანჩესტერ სიტის" მიწვევით სინჯებზე გაემგზავრა.

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" (რომელიც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს ფლობს) გენერალურ დირექტორ კახა ჭუმბურიძეს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით და სკოლის სხვა მოთამაშეებზეც ვესაუბრეთ.

- როგორც გავიგეთ, არაბული სინჯებიდან დაბრუნდა.
- დიახ, ბაჩანა უკვე თბილისშია და ინგლისელთა პასუხს ველით.

- ინგლისში სამუშაო ვიზის მიღება სრულწლოვან ქართველ ფეხბურთელებსაც უჭირთ და არასრულწლოვან არაბულს ამ პრობლემას მოუგვარებენ?
- ამის შესახებ ინგლისელებს, ცხადია, თავად დავეკითხეთ, მაგრამ გვიპასუხეს, სამუშაო ვიზას ჩვენ მივხედავთო და ვნახოთ.

- "მანჩესტერ სიტი" არაბულით როდის დაინტერესდა?
- 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩს საქართველოსა და ინგლისის ნაკრებებს შორის მათი წარმომადგენელი დაესწრო და ბაჩანა ისე მოეწონა, "საბურთალოში" ოფიციალური მიწვევა გამოგვიგზავნა.

- არაბული მანჩესტერელთა რომელ გუნდში ვარჯიშობდა?
- ავარჯიშეს დუბლებშიც და 19-წლამდელებშიც.

- მისით კიევის "დინამო" აღარ ინტერესდება?
- საქმე სხვაგვარად არის. კიევიდან ახალი დაბრუნებული იყო და უკრაინელთა პასუხს ველოდით, როდესაც "მანჩესტერ სიტის" დაინტერესების თაობაზე შევიტყვეთ. თავს ვერ ვაპატიებდით, ბავშვისთვის ეს შანსი რომ არ მიგვეცა, თორემ კიეველებს მართლაც მოეწონათ. ერთადერთი, რაც აფიქრებთ, ჯერ კიდევ პატარააო , მაგრამ პირადად მე არაბულის შესაძლებლობებში ეჭვიც არ მეპარება.

- "ვიტესში" გასინჯვიდან დაბრუნებული ვაკო ყაზაიშვილისა და დათა ხოჭოლავას საკითხიც კითხვებს აჩენს – ჰოლანდიელებს მათი აყვანა სურთ?
- სეზონი დასრულდება და მერე ვნახოთ. მათ ჯერ 18 წელი არ შესრულებიათ, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი ბიჭების მიწვევის საქმეს ართულებს.

- ამ პრობლემის შესახებ ხომ წინასწარ იცოდით?
- კი მაგრამ, მათ "ვიტესში" მშვენიერი მოსამზადებელი შეკრება გაიარეს, ჰოლანდიელებმა ახლოს გაიცნეს და მათ შესაძლებლობებში დარწმუნდნენ. მაისისთვის მათზე უკვე წარმოდგენა ექნებათ. ვიცი, რომ დაინტერესებულები არიან.

- გიორგი ჭანტურია "ვიტესში" როდის ითამაშებს?
- მაისიდან გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება. სხვათა შორის, "ვიტესს" ესპანელი ფიზმომზადების მწვრთნელი ჰყავს და კაცი გაოცებულია გიორგის მონდომებითა და ფიზიკური მონაცემებით. ჭანტურიაზე დიდ იმედებს ამყარებენ. საერთოდ, "ვიტესთან" კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და თანამშრომლობას ვაგრძელებთ.

- გავიგეთ, რომ "საბურთალო" სტადიონის აშენებას აპირებსო.
- ჩვენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტადიონის რეკონსტრუქცია გვსურს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა. როგორც კი სამინისტროსთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ, მშენებლობას მაშინვე დავიწყებთ. პროექტის მიხედვით, დაიგება ხელოვნური საფარი, მოწესრიგდება გასახდელები, საშხაპეები, აშენდება 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა.




ნანახია: 893 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!