ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 30 » 9 თებერვალს სლოვაკეთთან თამაში გამოირიცხა
11:58 9 თებერვალს სლოვაკეთთან თამაში გამოირიცხა |
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ნაკრები
გაისად, 26 მარტს ხორვატიასთან საშინაო მატჩით განაახლებს. მანამდე ჩვენს
ეროვნულს კიდევ ერთი მატჩი შეიძლება ჰქონდეს. 9 თებერვალი ფიფას მიერ
ამხანაგური მატჩებისთვის დადგენილი თარიღია.
ამ დღეს ამხანაგური
თამაშის გამართვის ორგანიზებაზე კარგა ხანია, მუშაობს ფეხბურთის ფედერაციის
ტექნიკური დეპარტამენტი. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, უნგრეთთან
საგარეო ამხანაგური შეხვედრის ჩატარების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ
შეთანხმება არ შედგა. მერე ლუქსემბურგთან თამაშის ვარიანტი გაჩნდა, მაგრამ
მათ პირი გვიტეხეს. ბოლოს სლოვაკეთთან სტუმრად შეხვედრაზე ითქვა, მაგრამ
არც ეს გამოვიდა და ამჟამად სხვა წინადადებები განიხილება. ფეხბურთის
ფედერაციის პრეზიდენტს ამის თაობაზე დავეკითხეთ.
"სამწუხაროდ,
სლოვაკეთთან 9 თებერვალს თამაში გამოირიცხა. ახლა სხვა წინადადებებს
განვიხილავთ. შემოთავაზება გვაქვს აზიიდან, იქ თებერვალში არაერთი ტურნირი
იმართება. გარდა ამისა, შემოგვთავაზეს კვიპროსზე თამაში, მაგრამ არა
ადგილობრივ ეროვნულ გუნდთან. თებერვალში კვიპროსზე ჩავა ევროპის ან აზიის
ერთ-ერთი ნაკრები და ამ გუნდთან სპარინგს გვთავაზობენ. ამ საკითხზე
მუშაობას ვაგრძელებთ და რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა", - გვითხრა
ზვიად სიჭინავამ.
|
ნანახია: 806 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|