არც თუ მცირეა იმის ალბათობა, რომ შოთა არველაძემ თურქეთში გააგრძელოს სამწვრთნელო კარიერა, კერძოდ თურქეთის ეროვნულ ნაკრებში.
მოგეხსენებათ, შოთა ახლა ჰოლანდიის ჩემპიონ „ალკმაარის“ მწვრთნელთაგანია და ამ კლუბთან კონტრაქტი გაის ზაფხულს უმთავრდება, თუმცა თურქეთში წასასვლელად ეს დიდი დაბრკოლება არ იქნება.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში დაინტრესებულნი არიან, რომ შოთა მათ ეროვნულ ნაკრებში ჰოლანდიელი თავკაცის, გუს ჰიდინკის თანაშემწედ დაინიშნოს. ამის შესახებ თურქებმა უკვე აცნობეს ტყუპისცალს.
შოთას თურქეთში კარგად იცნობენ, მან ხომ იქაურ „ტრაბზონსფორში“ ოთხი სეზონი ითამაშა და თურქ გულშემატკივართა დიდი სიმპათიაც დაიმსახურა.
ერთი სიტყვით, ახლა ჯერი სახელგანთქმულ ჰიდინკზეა, ვინც თურქეთის ნაკრების გაწვრთნას აგვისტოდან შეუდგება,- თუ მან შოთას კანდიდატურას მხარი დაუჭირა, დიდი შანსია, ტყუპისცალმა თურქეთის ნაკრებში დაიწყოს მუშაობა. ყოველივე რამდენიმე დღეში გადაწყდება.