"მილანის" ქართველი მცველი კახა კალაძე ტელეკომპანია Sky Sport 24–ის
ეთერში გახლდათ მიწვეული, სადაც მან საკუთარ კარიერაზე ისაუბრა და
განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლაზე სერიოზულად დაფიქრდება.
32 წლის ფეხბურთელმა მოურიდებლად თქვა, რომ მისი აზრით ლეონარდო
უსამართლოდ ექცევა და ყურადღებას საერთოდ არ აქცევს: "ლეონარდო
"ციურიხთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ არ მათამაშებს, ეს
გაუმართლებელია, ფეხბურთელის ასე უბრალოდ უგულებელყოფა დანაშაულია".
ამ
ინტერვიუდან რამდენიმე საათში "მილანის" ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა
ინფორმაცია, რომ კალაძის პოზიცია არასწორად იქნა გაგებული, ამის შემდეგ
სააგენტო "ანსამ" გაავრცელა კახას კიდევ ერთი განცხადება, სადაც ის ბოდიშს
იხდის ნათქვამი სიტყვებისთვის: "ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს, მწვრთნელს
და ჩემს თანაგუნდელებს. ხანდახან თამაში ისე მინდა, რომ ნერვების მოთოკვას
ვერ ვახერხებ. მზად ვ
...
კითხვის გაგრძელება »