ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 24.04.2024, 10:12


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » თებერვალი » 21 » მალხაზ ასათიანი: "ესტონელებს თუ ვერ მოვუგეთ, ფეხბურთში არაფერი გვესაქმება"
00:13
მალხაზ ასათიანი: "ესტონელებს თუ ვერ მოვუგეთ, ფეხბურთში არაფერი გვესაქმება"
დღეს საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ერთ–ერთ ლიდერ, 28 წლის მალხაზ ასათიანს რუსეთის დედაქალაქში დავუკავშირდით და ეროვნულ ნაკრებსა და მის კლუბში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დავუსვით.

მალხაზ თავდაპირველად დავიწყოთ ეროვნული ნაკრების მოახლოებულ თამაშზე, 3 მარტს ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს დავუპირისპირდებით, როგორ ხარ ამ მატჩისთვის მომზადებული და საინტერესოა შენი წინა სამატჩო კომენტარი...

მოგეხსენებათ, რომ სეზონი რუსეთში ახლა იწყება, აქედან გამომდინარე ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ. რაც შეეხება წინასამატჩო კომენტარს, ესტონეთს, რომ ვერ მოვუგოთ მაშინ საერთოდ ფეხბურთში რაღა გვესაქმება?!

ჰექტორ რაულ კუპერი, როდესაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სამწუხაროდ შენ ვერ გიწევდა შენი თავის წარმოჩენა ნაკრებში, ახლა კი თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა მწვრთნელის პოსტი და 3 მარტისთვის გამოგიძახა, შენთვის ეს დამატებით სტიმულს უნდა წარმოადგენდეს წესით...

რა თქმა უნდა ნაკრებში თამაში ყველა ქართველის სტიმულია...

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2012 წლის შესარჩევ ციკლში F ჯგუფში მოხვდა, როგორ შეაფასებდი ჩვენს მეტოქეებს და რა შანსები აქვს ეროვნულ ნაკრებს?

რა თქმა უნდა, გვაქვს შანსი, მითუმეტეს არცერთი გრანდი არ არის ჯგუფში, შეიძლება ითქვას, რომ ყველასთან თამაში შეიძლება და წარმატების მიღწევაც.

მალხაზ მოდი შენს კლუბზე ვისაუბროთ, რა მდგომარეობაა კლუბში, როგორ გრძნობ თავს ამჟამად კლუბში?

შესანიშნავი განწყობა სუფევს გუნდში, წლევანდელ სეზონში ლოკომოტივი ეცდება პრიზებისთვის ბრძოლას. დავიმატეთ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი და ვნახოთ რა იქნება, ყველაფერი წინ გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ის მიზნები რაც გვაქვს მივაღწევთ.

როგორც შევიტყვეთ, იუმორით გამორჩეული ყოფილხარ ლოკომოტივში, პრინციპში არცაა გასაკვირი, ვინაიდან ქუთაისელებს იუმორში ვერავინ შეგედრებათ...

ნამდვილად, ქუთაისელები ენაკვიმატობით გამოვირჩევით, ალბათ არც მე ვარ გამონაკლისი(იცინის).

რა თქმა უნდა. სეზონის დასრულების შემდეგ ხომ არ უნდა ველოდოთ მალხაზ ასათიანს ახალ კლუბში?

წინასწარ არ მაქვს გადაწყვეტილი სად გადავალ, კლუბში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ისე კი მაქვს შემოთავაზებები რამდენიმე კლუბიდან, თუმცა დასახელებისგან თავს შევიკავებ.

დიდი მადლობა მალხაზ საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ fanebi.com-ის და ყველა ქართველი გულშემატკივრის სახელით

თორნიკე ცირამუა www.fanebi.com

ნანახია: 969 | დაამატა: Admin2 | ტეგები: asatiani | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!