გუშინ ,გაიმართა ევროპის ლიგის 1/16 ფინალის განმეორებითი მატჩი.ბერლინის ''ჰერტა'' ლისაბონის ''ბენფიკას'' ესტუმრა და გამანადგურებელი
ანგარიშით
4-0 დამარცხდა.
შეგახსენებთ,რომ ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ბერლინში შედგა და ფრედ 1-1 დასრულდა.''ჰერტას'' თავკაცმა ფუნკელმა ქართველი ლეგიონერი ლევან კობიაშვილი განაცხადშიც არ შეიყვანა.კობის გარეშე კი, ბერლინელთა დაცვა პორტუგალიელთა გასართობი გახდა.
გერმანელთა რბევას სათავე 25-ე წუთზე აიმარიმ დაუდო .მეორე ტაიმში კი,ოსკარ
კარდოსომ დუბლი შეასრულა.მანამდე ერთი გოლი ბერლინელებს ხავი გარსიამაც გაუტანა.
პორტუგალიაში სამარცხვინო მარცხის შემდეგ ,გამოითქვა მოსაზრება,რომ ''ჰერტამ'' ძალები დაზოგა, ორ ფრონტზე
ბრძოლას თავი აარიდა და მთელი ყურადღება ბუნდესლიგაზე გადაიტანა,როგორც იცით ,წლეულს ბერლინელთა მთავარი მიზანი ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ცოტნე
ცხვედიანი www.fanebi.com
|