სევილიაში შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის ''სპარტაკმა'' მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.''თეთრ-წითლების'' მეტოქე ზაპაროჟიის ''მეტალურგი'' იყო.
მატჩი ''სპარტაკის'' ორი ლეგიონერის, ქართველი ჯანო ანანიძის და ბრაზილიელი ველიტონის ბენეფისად იქცა.ქართველმა ტალანტმა ბრაზილიელ თანაგუნდელს ორი საგოლე პასი გაუკეთა. პირველად ანანიძე-ველიტონის დუეტმა 43-ე წუთზე გამოიჩინა თავი ,ხოლო 54-ე წუთზე მათვე მეორედ აიღეს ზაპაროჟიელთა კარი.საბოლოოდ 2-0 ''სპარტაკის'' სასარგებლოდ.
მოსკოველთა დამრიგებელმა ვალერი კარპინმა ჯანო 79-ე წუთზე შეცვალა.