ირაკლი კლიმიაშვილი 'ვიტ ჯორჯიაში' ბრუნდება, როგორც გაირკვა
'ჩერნომორეცს' ფინანსური კრიზისი აქვს და კლუბებს შორის შეთანხმება ვერ
მოხერხდა.
უკრაინულმა მხარემ 'ვიტ ჯორჯიას' ხელმძღვანელობას თხოვა, რომ თანხის
გადახდა ზაფხულამდე დაეცადათ, თუმცა როგორც Goli.ge -მ გაარკვია, 'ვიტ
ჯორჯია' არ დასთანხმდა კლუბის წამყვანი ფეხბურთელის 'ნისიად' გაყიდვას.
როგორც 'ჩერნომორეცის' ხელმძღვანელობა აცხადებს, ფინანსური კრიზისის
მოგვარების შემდეგ ისევ დადგება ირაკლი კლიმიაშვილის მათთან გადასვლის
საკითხი.
ფეხბურთელი საქართველოში რამდენიმე საათში ჩამოფრინდება და ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდება.
www.goli.ge
|