საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი სულ მალე უკრაინული "ჩერნომორეცის" წევრი გახდება. როგორც Goli.ge–თვის გახდა ცნობილი, იგი უკვე ესაუბრა კლუბის ხელმძღვანელობას და წინასწარი დეტალებიც გაარკვია.როგორც ირკვევა, კონტრაქტის ხელის მოწერას წინ არაფერი უდგას,შეთანხმებაც მიღწეულია ორივე მხარეს შორის. ამ დღეებში კონტრაქი აუცილებლად გაფორმდება და ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს უკვე ლეგიონერის რანგში შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ კლიმიაშვილი "ვიტ ჯორჯიას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ამ კლუბის რიგებში საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასი აქვს მოპოვებული. მაგდა კლდიაშვილი www.goli.ge
|