ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 30.12.2024, 20:24


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » თებერვალი » 24 » გიორგი დემეტრაძე: "მე მჯერა თემურ ქეცბაიასი და ბიჭების"
01:51
გიორგი დემეტრაძე: "მე მჯერა თემურ ქეცბაიასი და ბიჭების"
დღეს ჩვენი საიტი ბაქოში დაუკავშირდა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აზერბაიჯანული ბაქოს თავდამსხმელ გიორგი დემეტრაძეს, სადაც საუბარი შეეხო ეროვნულ ნაკრებს, თემურ ქეცბაიას ფაქტორს ნაკრებში და მის კარიერას, ამ და სხვა თემებზე თქვენ ქვემოთ გაეცნობით. გიორგი თავდაპირველად ეროვნული ნაკრების თემას შევეხოთ, 3 მარტს ესტონელებთან თამაში გველოდება, როგორ შეაფასებდი მეტოქეს და შენი კომენტარი ამ მატჩთან დაკავშირებით... არცერთი ნაკრები, არაა ხელ წამოსაკრავი გუნდი და ესტონელებთან სათამაშოდ ვინც გავა მინდორზე, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები მართლა დადებენ გულს და რო იტყვიან ჯიგრიანათ ითამაშებენ. მე მჯერა თემურ ქეცბაიასი, რომ ის ნამდვილ მებრძოლ გუნდს დააყენებს. შენ ახსენე თემურ ქეცბაია, როგორც გვახსოვს შენ მინდორზე მასთან ერთად გაქვს ნათამაშები, საინტერესოა შენი მოსაზრება მის ფაქტორთან დაკავშირებით ეროვნულ ნაკრებში... რაც შეეხება თემურს, მე და თემურს გვაქვს ნათამაშები ერთად და მებრძოლი გულის პატრონია და მართლა გულწრფელად ვიძახი გამიხარდა, რომ თემური დანიშნეს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გუნდი გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე. მე მჯერა ამის და ბიჭებიც ყველა კარგი განწყოით შეხვდნენ მის დანიშნავს ამ პოსტზე. მოდი რახან ევრო 2012 წლის შესარჩევი ახსენე, შენი კომენტარი და შანსები საქართველოს ეროვნული ნაკრებისა. შანსი რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ შანს ბევრი შრომა და წვალება უნდა, ამ შანსის გამოყენება თემურზე და იმ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული ვინც ეროვნული ნაკრების მაისურს ჩაიცმევს და მინდორზე რომ გავა მაქსიმალურად დადოს გული და გაისარჯოს გუნდისთვის, რათა გულშემატკივარმა დაინახოს, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია ჩვენი სიტყვის თქმა ფეხბურთში. მოდი შენს პირად კარიერასაც შევეხოთ, ამჟამად აზერბაიჯანში იმყოფები, რა მდგომარეობა გაქვს შენს გუნდში? ჯერ–ჯერობით სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ ვაპირებ გუნდის შეცვლას, არ დაგიმალავთ და როგორც კი შევიცვლი მაშინვე შეგატყობინებთ. გიორგი, საინტერესოა შენი მოსაზრება აზერბაიჯანის ჩემპიონატთან დაკავშირებით და გულახდილად მიპასუხე, თუ ჯობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს? (იცინის), რა თქმა უნდა ჯობს აზერბაიჯანის ჩემპიონატი ჩვენს ჩემპიონატს, თითქმის ყველა კომპონენტით, სტადიონებით, ბაზებით და ასე შემდეგ. გიორგი წეღან ახსენე, რომ დიდი შანსია, რომ ახალ კლუბში გადავიდეო, კონკრეტულად რომელი კლუბებიდან გაქვს შემოთავაზები? სამწუხაროდ ამის თქმისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვით, რომ რუსეთის გუნდებიდან. დიდი მადლობა გიორგი საინტერესო საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებ. თორნიკე ცირამუა www.fanebi.com
ნანახია: 1036 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!