11 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განიხილავდა ვარიანტს მოდლოვასთან ამხანაგური მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით. როგორც მოლდოვას ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება, მოლდოვასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დაპირისპირება მიმდინარე წლის 11 აგვისტოს შედგება და მატჩი სავარაუდოდ მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში გაიმართება.
შეგახსნებთ, რომ აღნიშნულ ნაკრებებს შორის 8–ჯერ გაიმართა შეხვედრა, საიდანაც 4 მოლდოველებმა მოიგეს, 3 ქართველებმა, ხოლო 1 მატჩი ფრედ დასრულდა. იმედი დავიტოვოთ, რომ მეცხრე შეხვედრაში ჯვაროსნები გამარჯვებას მიაღწევენ.
თორნიკე ცირამუა www.fanebi.com