სერბული "ვოივოდინას" მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი გამართა
გიორგი მერებაშვილმა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ჰაიდუკის "კულას"
უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. ქართველი შემტევი ამ მატჩში საგოლე პასით
გამოირჩა, მაშინ როცა მისი გუნდი 1:2 აგებდა. "მერება" 80 წუთზე შეცვალეს.
"ვოივოდინა"16 ტურის შემდეგ დაგროვებული 27 ქულით მესამე ადგილზეა.
ქართველებით დახუნძლული "დიორ ეტო" უნგრეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში
"უიპეშტს" ესტუმრა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ეს შეხვედრა მეტად
მნიშვნელოვანი იყო ქართველთა გუნდისთვის, რადგანაც ევროსაგზურისთვის
ბრძოლაში "უიპეშტი" დიორელთა მთავარი მეტოქეა. ამ მოგების წყალობით "დიორ
ეტოომ" 29 ქულა დააგროვა და "უიპეშტს" გაუთანაბდა. ქართველთა გუნდი 16
ტურის თავზე მე-3 ადგილზეა. რაც შეეხება ქართველთა თამაშს, ალექსიძე
ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და 90-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა.
ლაშა თოთაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა. დანარჩენი
ქართველები განაცხადს მიღმა დარჩნენ.
ინგლისის ჩემპიონშიპის მორიგ ტურში ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგმა",
საშინაო მატჩში გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა "შეფილ უენსდი".
ქართველმა მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში, "ჰოფენჰაიმთან" საშინაო მატჩში 0:2
დამარცხდა ლევან კობიაშვილის "ჰერტა". ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად
ითამაშა. "ჰერტა" 15 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.
"აეკთან" საგარეო მატჩში 1:0 დამარცხდა გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისი". ქართველმა მცველმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.
ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა უკრაინის ჩემპიონატი. სანდრო კობახიძის
"კრივბასი", კიევის "დინამოს" ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. ქართველი
ფეხბურთელი ცენტრფორვარდად განამწესეს, 90 წუთის განმავლობაში იგი ბევრს
სცდილობდა კიეველთა კარის აღებას, თუმცა ამაოდ.
ლვოვის "კარპატმა", რომელშიც სანდრო გურული ირიცხება, ხარკოვის
"მეტალისტს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე
77-ე წუთზე შევიდა მაშინ როცა ანგარიში 2:1 იყო. "კარპატი" 17 თამაშში
დაგროვებული 27 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.
"ილიჩევეცის" მაისურით გიორგი გაბედავას დებიუტი შედგა. მისი გუნდი
ზაპოროჟიეს "მეტალურგს" ესტუმრა, რომელშიც ირაკლი მოდებაძე ირიცხება და
2:0 დამარცხდა. ეს უკანასკნელი ტრავმის გამო განაცხადში არ იმყოფებოდა.
რაც შეეხება გაბედავას, იგი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი
2:0 აგებდა. "მეტალურგი" 18 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება, "ილიჩევეცი" კი
18 ქულით მე-12-ზე.
გიორგი ქარქაშაძე www.goli.ge
|