ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 24.04.2024, 00:33


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » თებერვალი » 19 » ალექსანდრე იაშვილი: "2012 წელს ევროპაზე ვითამაშებთ"
21:18
ალექსანდრე იაშვილი: "2012 წელს ევროპაზე ვითამაშებთ"
ალექსანდრე იაშვილი უკვე მე–13 სეზონს ითვლის გერმანიაში. იგი თავიდან მოკრძალებულ "ლუბეკში" თამაშობდა, მაგრამ იქ სულ 15 მატჩი ითამაშა (3 გოლი) და "ფრაიბურგში" მიიწვიეს. გერმანიაში არც "ფრაიბურგი" ითვლება გრანდად და ბუნდესლიგასა და || ბუნდესლიგას შორის ხშირად უწევდა მოგზაურობა. ამ კლუბში 10–წლიანი კარიერის შემდეგ, იაშვილი "კარლსრუეში" აღმოჩნდა, რომელიც ასევე დაეთხოვა ბუნდესლიგას და ახლა რანგით ქვედა ლიგაში თამაშობს. თუმცა, "აკუნა" სადაც თამაშობდა, ყველგან პოპულარული იყო – ახლაც, "კარლსრუეში" გუნდის კაპიტანია. ერთ–ერთმა გერმანულმა გაზეთმა მასზე მცირე ჩანახატი გააკეთა, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ. ალექსანდრე იაშვილი საფეხბურთო დარბაზების ხშირი სტუმარია და მისთვის კარები ყოველთვის ღიაა. – როდესაც დარბაზში შედიხარ, უმალვე გამოარჩევ "ქუჩის ფეხბურთელს". თუ ქართველი შვებულებას სამშობლოში ატარებს, მეგობრებთან ერთად ყოველთვის მიდის მინი–ფეხბურთის სათამაშოდ, – აღნიშნავს იაშვილი და დასძენს, რომ კარგი ფეხბურთი სპექტაკლის ტოლფასია. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრება იაშვილისთვის უცხო არ არის, მაგრამ, ბევრი თანამემამულისგან განსხვავებით, ამ თემაზე საუბარი არ უყვარს. 2008 წელს რუსეთის აგრესიის შესახებ მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლა – საბედნიეროდ, საქართველოში ახლა ისევ სიწყნარეა და ისევ საფეხბურთო თემას დაუბრუნდა. იაშვილს "კარლსრუესთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს და აქ ყოფნით კმაყოფილია. – "კარლსრუესთან" ხანგრძლივი კონტრაქტი იმიტომ გავაფორმე, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გუნდის კაპიტანი ვარ. ბოლო დროს გუნდი სტაბილიზაციის გზაზეა და გასვლითი მატჩების მოგებაც მოვახერხეთ. ახლა იმას კი არ ვფიქრობთ, რომ როგორმე მე–3 ადგილზე გავიდეთ, რათა ბუნდესლიგაში გადასასვლელად ვიბრძოლოთ, არამედ ყველა მომდევნო მატჩზე ვიყოთ კონცენტრირებული. თუ ასე იქნა, წარმატებას მივაღწევთ, – ამბობს ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მწვრთნელ მარკუს შუპის გულმოდგინე მუშაობას გამოჰყოფს. ალექსანდრე იაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით. ექიმების ოჯახში გაზრდილმა ბიჭმა ფეხბურთი აირჩია და კავკასიაში ყველაზე პოპულარულ და ტიტულოვან გუნდ თბილისის "დინამოში" მივიდა. მისი ტალანტი მალევე გახდა ცნობილი და 19 წლის ასაკში ის გერმანიაში ჩამოვიდა, სადაც "ლუბეკში" მოეწყო. მალე მისი ტალანტი უკვე ფოლკერ ფინკემ შეამჩნია და "ფრაიბურგში" მიიწვია. სწორედ "ფრაიბურგში" გაატარა საუკეთესო წლები იაშვილმა. გერმანიაში თამაშის მიუხედავად, იაშვილი საქართველოშიც სულ ახსოვდათ და 2004 და 2008 წლებში ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. – "ფრაიბურგი" ჩემთვის ყველაფერია და სულ დარჩება ჩემს გულში, – ამტკიცებს იაშვილი. "ფრაიბურგში" იაშვილი ერთადერთი ქართველი არ ყოფილა, აქ ყველას კარგად ახსოვს ლევან კობიაშვილისა და ლევან ცქიტიშვილის თამაში. სამივე მათგანს ერთ დროს აქვს "ფრაიბურგში" ნათამაშევი და ერთად დიდ დროს ატარებდნენ. – ჩვენ ერთი ოჯახივით ვიყავით, – ამბობს იაშვილი. სამაგიეროდ, წუხს მისი მეუღლე, რომელმაც ერთხელ ინტერვიუში თქვა – ამ კაცებს ფეხბურთის მეტი არაფერი ახსოვთ და შეუძლიათ უსასრულოდ უყურონ. ამ თემაზე იაშვილი ახლაც იცინის. კობიაშვილთან და ცქიტიშვილთან ერთად იაშვილს საქართველოს ნაკრებშიც ბევრჯერ უთამაშია. საერთოდ, საქართველოს ნაკრებში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ მუდმივად ისე ხდება, რომ მაღალი რანგის ტურნირებზე გასვლას ვერასდროს ახერხებს. ამის შესახებ იაშვილს თავისი აზრი აქვს. – როგორც ჩანს, მარტო ინდივიდუალური ოსტატობა საკმარისი არ არის. საჭიროა, გუნდი უფრო შეკრული და შეთამაშებული იყოს. ალბათ, სწორედ ეს აკლია ჩვენს ნაკრებს, – ამბობს იაშვილი, რომელიც, 32 წლის მიუხედავად, ნაკრებიდან წასვლას ჯერ არ აპირებს. – სანამ სამშობლოს დავჭირდები, მანამდე ვითამაშებ. ალბათ ქართველის თვითშეგნებაში არ წერია, რომ თამაში შეეძლოს და ნაკრებიდან წავიდეს. მით უმეტეს ახლა, როდესაც მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია მოვიდა. მას ძალიან აფასებენ ჩვენს ქვეყანაში. ამასთან, თავადაც მისაბაძი ფეხბურთელი იყო, – იმედიანად ამთავრებს საუბარს იაშვილი და 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ფიქრობს სპორტსიახლენი
ნანახია: 951 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!