ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
კალენდარი |
« ოქტომბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
|
მთავარი » მასალის არქივი
"იუთუბიზე" საინტერესო ჩანაწერი გავრცელდა: რუსეთში ცნობილი და გავლენიანი
საფეხბურთო აგენტი, "სოვინტერსპორტის" დამფუძნებელი ვალერი აბრამოვი
"სოვეტსკი სპორტის" საპრესკონფერენციო დარბაზში რუსული ფეხბურთის ვეტერანს,
გაზეთის ექსპერტ ევგენი ლოვჩევს ესტუმრა და საკმაოდ ვრცელი საუბრისას
ნოვი სადის "ვოევოდინას" ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი
მერებაშვილიც ახსენა, ახლახან სერბეთში ვნახე ქართველი ფეხბურთელი
მერებაშვილი, ნიჭიერი ბიჭია და მისით ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა"
დაინტერესდაო.
ბოლო დროს 24 წლის ქართველი ნოვი სადის "ვოევოდინას"
ლიდერი გახდა და მისით რუსული კლუბის დაინტერსება არ გაგვიკვირდებოდა,
მაგრამ... აბრამოვის განცხადების პარალელურად "ლელოს" უთხრეს, რომ
მერებაშვილით ხუთი გუნდი დაინტერესდა, რომელთაგან მხოლოდ ორი დაგვისახელეს -
თითქოს მისი დაბრუნება თბილისის "დინამოს" სურს,
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას
გადაწყვეტილებით, ხორვატიაში გასამართ მატჩისწინა შეკრებას გუნდი მთლიანად
საქართველოში გაივლის.
როგორც მოგეხსენებათ, "ჯვაროსანთა" თავკაცი
წინასახორვატიო შეკრების გარკვეული ნაწილის გავლას ევროპაში ფიქრობდა;
თუმცა, მან გადაწყვეტილება შეცვალა.
ეროვნული გუნდი სფფ-ის ტექნიკურ
ცენტრ "ბასაზე" 20–21 მაისიდან შეიკრიბება. შეკრებას ის ფეხბურთელები
დაიწყებენ, ვისაც იმ დროისთვის შიდა ჩემპიონატები დამთავრებული ექნებათ.
ვინაიდან, რუსეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების უმრავლესობა ჩემპიონატის
ბოლო ტურის მატჩებს 29-30 მაისს ითამაშებს, ისინი ნაკრებს თბილისში
შეუერთდებიან და ხორვატიაში გუნდთან ერთად გაემგზავრებიან.
დღევანდელი ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები სპლიტში 2 ივნისს, ჩარტერული რეისით გაფ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მორიგი გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.
საუბარია
კახეთში, ლაგოდეხში მდებარე სპორტულ ბაზაზე, რომელსაც სრული რეაბილიტაცია
ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, ვინაიდან ბაზა საკმაოდ
სავალალო მდგომარეობაშია და საფუძვლიან სამუშაოებს საჭიროებს.
ლაგოდეხის
სპორტული ბაზა 1973 წელს აშენდა და ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდი
პოპულარობითაც სარგებლობდა, რაც, უპირველესად, მისი უნიკალური
ადგილმდებარეობის დამსახურებაა. თუმცა, აშენების შემდეგ, შენობას სარემონტო
სამუშაოები არ ჩატარებია, რასაც მისი დღევანდელი იერსახეც ცხადყოფს.
შენობა
ოთხ სართულიანია, მთლიანად ბაზა კი, საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს.
ბაზაზე მდებარეობს სტანდარტული, ბუნებრივსაფარიანი სტადიონიც.
არაჩვეულებრივი ბუნება და კლიმატური პირობები კი, ყველა პირობას ქმნ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქოში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დინამოელები მიიღო. მიღებას "დინამოს" ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები, მწვრთნელი და კლუბის თანამშრომლები დაესწრნენ. პატრიარქმა დალოცა ჩვენი გუნდი და თითოეულ სტუმარს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შესახებ: |
ქართული ლეგიონის უქმეების გმირი ლევან მჭედლიძეა, რომელმაც გოლითა და
საგოლე პასით "ემპოლის" სტუმრად, ბერგამოში მოაგებინა. თავი გამოიჩინა
"ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, რომელმაც ასევე გაამარჯვებინა
თავისიანებს. გოლები სხვა ქართველებმაც გაიტანეს... გოლი, სხალთა, პასი და ტრავმა
სერია
ბ-ში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" ლიდერ "ატალანტას" ესტუმრა და 2:1 მოუგო.
ამ თამაშის გმირი ქართველი ფორვარდი იყო მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე
ნახევარ საათზე ოდნავ მეტი დაჰყო. ლევანმა საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა
და მე-16 წუთზე გახსნა ანგარიში. ეს მისი მე-2 გოლი იყო სეზონში. 29-ე
წუთზე მან საგოლ პასი მიითვალა, შემდეგ კი ბარძაყი დაიშავა და მოედანი
ნაადრევად დატოვა. და რა შუაშია სხალთა? ლევანმა უჩვეულოდ აღნიშნა გოლი,
წვივსაფარი გაიძრო, რომელზეც ქართულად ეწერა "სხალთა". ძალიან კარგად
გაისარჯა კახა კალაძე, რომლის "ჯენოამაც" 3:0 სძლია "ბრეშა
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი "სპორტალ.გე"-ს
და მის მკითხველებს ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე საკუთარ
შეხედულებას უზიარებს. ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ.
- დადგა
ნანატრი დღე, როგორც იქნა გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ ხორვატია, ჩვენი ჯგუფის
ფავორიტი, ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი მსოფლიოში, უდიდეს სიხარულს განიცდის
გულშემატკივარი, ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ.
ამ გაჭირვებულ
ყოფაში, მართლაც დიდი შვების და სიხარულის მომგვრელია ეს გამარჯვება.
შეუძლებელია, არ მოგწონდეს ამდენი გულწრფელად აჟიტირებული და გახარებული
თანამემამულე, ნაკრების ფეხბურთელები, მათი გულწრფელი სიამაყე, რომ ამ
მძიმე ყოფაში მყოფ გულშემატკივარს ასეთი სიხარული მიანიჭეს.
ამ
გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია
ცალკე აღნიშვნის ღირსია და, როგორ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ხორვატიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელს, ივიცა ოლიჩს
ტრავმის გამო საქართველოსთან ევრო-2012-ის შესარჩევის ციკლის მატჩი გაუცდა
და რა გასაკვირია, უფრო მეტად იმიტომ ჯავრობს, თბილისში მისმა
თანამოძმეებმა მარცხი რომ იწვნიეს.
ივიცა გამოჯანმრთელდა, რუსული
"სპორტ ექსპრესის" ჟურნალისტმა კი მისგან ინტერვიუ აიღო და სხვა თემებთან
ერთად საქართველო-ხორვატიის საფეხბურთო დაპირისპირებაზეც ჰკითხა.
- უთქვენოდ ხორვატიის ნაკრებს საქმე კარგად არ წაუვიდა – ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან დამარცხდით... -
რა თქმა უნდა, საქმე თავადვე გავირთულეთ, მაგრამ ჯგუფში პირველი ადგილის
დაკავების შანსს ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ. ვფიქრობ ეს გამოგვივა კიდეც:
სწრაფად უნდა დავივიწყოთ თბილისური წარუმატებლობა და ახლა მთელი ყურადღება
მომავალ მატჩს (ხორვატია-საქართველო) უნდა დავუთმოთ.
- ხ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ნაკრებისა და კრივოი როგის "კრივბასის" ნახევარმცველმა ჯაბა
კანკავამ უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დონეცკის "მეტალურგთან"
ვერ ითამაშა - მას ფეხზე მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ჯაბას გუშინ უკრაინაში დავუკავშირდით.
- ქირურგიული ოპერაცია რატომ დაგჭირდა? -
უცებ ფეხი გამისივდა, ამტკივდა და სიარულიც გამიჭირდა. აღმოჩნდა, რომ
დამიჩირქდა და ქირურგიული ჩარევა ამიტომ გახდა საჭირო. რამდენიმე დღე ვერ
ვივარჯიშებ. მაგრამ სერიოზული არაფერია, მოედანს მალე დავუბრუნდები.
- მაინც როდის განაახლებ ვარჯიშს? -
ჭრილობის შეხორცებას რამდენიმე დღე უნდა, შაბათ-კვირის ტურსაც გამოვტოვებ
და მერე ვნახოთ, ფეხი როგორ მექნება. დაახლოებით ხუთი დღე მაინც
დამჭირდება. ასეთ დროს ჭრილობის გაკერვა არ შეიძლება, თავისით უნდა შეიკრას
პირი და მხოლოდ მერე შეიძლება ვარჯიში. ახლა საა
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უეფა-დან მოვიდა ოფიციალური
სერტიფიკატი იმის დასტურად, რომ ამიერიდან, სფფ უეფა-ს სამსაჯო კონვენციის
წევრია.
გაწევრიანების პროცესი საკმაო ხანს გრძელდებოდა და
რამდენიმესაფეხურიანი შემოწმებისა და დაკვირვების შემდეგ, უეფა-მ წევრობის
სტატუსი მოგვანიჭა.
სფფ-ს მსაჯთა განყოფილების უფროსი - ლევან ფანიაშვილი, კონვენციაში გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრა.
ლევან
ფანიაშვილი: "უეფა-ს სამსაჯო კონვენცია, სამსაჯო საქმეში ორ სფეროს
მოიცავს: მსაჯობის ორგანიზებას (ანუ როგორი უნდა იყოს სტრუქტურა) და
სწავლებას. სწავლებაში იგულისხმება როგორც რეკრუტირება, ასევე, დამწყებ
მსაჯებთან მუშაობა, დამკვირვებლების სწავლება; როგორი უნდა იყოს
ინსტრუქტორების მუშაობა და როგორი უნდა იყოს ტოპ-მსაჯებისა და მათი
ასისტენტების სწავლება; რა პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს მათი ფიზიკური
მომზადე
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში მუშაობას ევრო 2012-ის შესარჩევი
ციკლის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს. ამის შესახებ მან კვიპროსული
რადიოარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ქეცბაია ნაკრებში მუშაობას
2014 წლის შეარჩევი ციკლის დასასრულამდე, ანუ 2013 წლის ბოლოდე
გააგრძელებს.
ქეცბაიას თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ახალი კონტრაქტი გაფორმებული ჯერ კიდევ არ არის.
"ოთხწლიან
თანამშრომლობაზე მოვილაპარაკეთ, თუმცა კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია.
მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, რადგან ხალხის მხრიდან
ფეხბურთის სიყვარულს ვგრძნობ. რისკზე წასვლა მომწონს, ეს ჩემს ხასიათში
ზის. მსურს საქართველოს ნაკრები ჩიხიდან გამოვიყვანო და მასთან ერთად რაც
შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო. პრობლემები არის, მაგრამ ჩემი სამუშაო
მომწონს."
ქეცბაიას მიმდინარე კონტრაქტი 2011 წლამდე
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
« 1 2 3 4 5 ... 136 137 » |
|
რეკლამა |
|
|
|