ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.07.2019, 15:16


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » მასალის არქივი


ზურაბ მენთეშაშვილის პრობლემის შესახებ "ლელოს" მკითხველი კარგადაა ინფორმირებული. მაინც შეგახსენებთ, რომ ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნებულმა გამოცდილმა ნახევარმცველმა "ზესტაფონთან" კონტრაქტი კი გააფორმა, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მისი სატრანსფერო ფურცელი დღემდე არ ჩამოსულა, ფეროელთა შემადგენლობაში ჯერაც დებიუტს ელის.

ახლახან მენთეშაშვილმა საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და უკვე ორი მიზეზის გამო ვერ თამაშობს. ამდენი უსიამოვნების მიუხედავად, იგი მომავალს იმედიანად უყურებს.

- ოპერაცია გარდაუვალი იყო თუ იძულებითი პაუზით ისარგებლე?
- სხვანაირად აღარ გამოდიოდა, სამედიცინო ჩარევის გარეშე ჩემს კარიერას სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. ასე რომ, აქ სატრანსფერო ფურცლის ჩამოუსვლელობა არაფერ შუაშია.

- სად მიიღე ეს ტრავმა?
- ისრაელში თამაშისას. ვცდ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 451 | დაამატა: Administrator | თარიღი: 08.04.2011 | კომენტარები (0)



 მოსკოვის "სპარტაკი" ჩარტერული რეისით პორტოს ესტუმრა, სადაც დღეს "პორტუსთან" ევროპის ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩს გამართავს. მოსკოველთა თავკაცმა ვალერი კარპინმა პორტუგალიაში გუნდთან ერთად ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც იახლა.

პორტუგალიიდან მოწოდებული ცნობით კი, ჩვენებურმა "სპარტაკთან" ერთად სრულფასოვანი, საათნახევრიანი ვარჯიშიც ჩაატარა - როგორც ჩანს, ჯანომ მტკივანი კოჭი ბოლომდე მოირჩინა და გამორიცხული არაა, ხვალინდელ მატჩში მოედანზეც ვიხილოთ.

სპარტაკელთა თავკაცს "პორტუსთან" მომავალ მატჩში გუნდების შანსებზე ჰკითხეს, რაზეც კარპინმა შემდეგი განაცხადა:

- ჯერ ერთი - სანამ თამაში არ დაწყებულა, გუნდების შანსები ყოველთვის "ფიფტი-ფიფტიზეა". მეორეც, მხოლოდ უპირობო ფავორიტთან, "ბარსასთან" თამაშის დროს შეიძლება შანსებზე საუბარ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 566 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.04.2011 | კომენტარები (0)



7 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩის გამართვას ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთან აპირებს. ფეხბურთის ფედერაციას მატჩის გამართვა თბილისში სურს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ თამაში რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ჩატარდეს.

ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს, რიმელმაც 2010 წელს სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა და ჯგუფში სამივე შეხვედრა წააგო, ფიფას მიერ გამოქვეყნებულ ბოლო რეიტინგში კი 113-ე ადგილი უკავია.

რაც შეეხება ოფიციალურ მატჩს - 4 ივნისს თემურ ქეცბაიას გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად ხორვატიის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა შესაძლოა, რომ ეს თამაში ერთი დღით ადრე - 3 ივნისს გაიმართოს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ 4 ივნისს ხორვატიაში რომის პაპი ბენედიქტ XVI ჩადის და ბალკანურმა მხარემ საქართველოს ფეხბურთის ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 599 | დაამატა: Administrator | თარიღი: 06.04.2011 | კომენტარები (0)



ხორვატიასთან გამარჯვება და ისრაელთან დამარცხება ჩვენი ნაკრებისათვის, რასაკვირველია, განვლილი ეტაპია. თუმცა რა დასამალია - გადაჭარბება მაინც გვიყვარს! და ყოველთვის გვიყვარდა...

რევაზ არველაძე - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: ვერ ვიტყვი, რომ მოგების შემდეგ იყო ეიფორია, რადგან ის შემთხვევა არაა, როცა ერთ კონკრეტულ მატჩში ფავორიტს დაამარცხებ. ეს იყო წაუგებელი სერიის ბოლო, მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომლის შემდეგაც, ბუნებრივია გაჩნდა იმედი, რომ ისრაელთან შეხვედრაში ჩვენი ნაკრების შანსი გაიზარდა...

რამდენადაც მე ვიცი, ნაკრების ხელმძღვანელობა სამ მატჩში: ხორვატიასთან - შინ და სტუმრად ისრაელთან შ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 585 | დაამატა: Administrator | თარიღი: 06.04.2011 | კომენტარები (0)



რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში ნალჩიკის "სპარტაკმა” სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს” უმასპინძლა და 2:2 ითამაშა. ყაბარდოელთა გუნდში გასულ სეზონში წამყვან პოზიციებზე ქართველი ფეხბურთელები იყვნენ, წლეულს კი კლუბს მხოლოდ დავით სირაძე შემორჩა და ისიც წამოსვლაზე დაფიქრდა, რადგან საწყის სამ ტურში ძირითადში "სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ეშტრეკოვმა ერთხელაც არ დააყენა - დათოს "ზენიტთანაც” არ უთამაშია.

- რატომ არ გათამაშებენ, კიდევ ხომ არ დაშავდი?
- ჯანმრთელად ვარ, მაგრამ რატომღაც მწვრთნელმა სათადარიგოებში დამსვა და წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ამის მიზეზი.

- არადა, მოსამზადებელი ეტაპის ბოლოს იმედიანად იყავი.
- მაშინ ეშტრეკოვი ისე იქცეოდა, ვფიქრობდი, ძირითადის კაცი ვარ-მეთქი. არ მეგონა, ჩემი საქმე ასე თუ წავიდოდა. უკვე სამი ტური ჩატარდა და არ მათამაშებს, წარმოდგენა არ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 548 | დაამატა: Administrator | თარიღი: 05.04.2011 | კომენტარები (0)



ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილთან ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეხვედრის შემდეგ კონკრეტული პროექტების განხორციელება დაიწყება.

„ქვეყნის პრეზიდეტნთან შეხვედრა სპონტანურად, მისი ინიციატივით დაიგეგმა. ვისაუბრეთ ქართული ფეხბურთისთვის აუცილებელ და საჭირბოროტო საკითხებზე. პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ სახელმწიფოს დახმარებით უახლოეს მომავალში გავაუმჯობესოთ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ბავშვთა ფეხბურთს. უახლოეს მომავალში მოედნებზე ხარისხიანი საფრის დაგებას დავიწყებთ. ბათუმში დაგეგმილია ორი ახალი სტადიონის მშენებლობა. დასავლეთ საქართველოში რამდენიმე ახალი მოედანი გაკეთდება, თუმცა ჯერ ქალაქებს ვერ დავაკონკრეტებ.

ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნატების აღდგენის თემა. ახლა მუშავდება პროექტი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართვ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 491 | დაამატა: Administrator | თარიღი: 05.04.2011 | კომენტარები (0)



ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული არცთუ რთულად შესასრულებელი ინიციატივა მალე ამოქმედდებოდა და ასეც მოხდა. ალბათ მიხვდით, საქართველოს ჩემპიონატის პირდაპირ ტელეტრანსლირებას ვგულისხმობთ.

პირველი მატჩი, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც ქართველი ტელემაყურებელი იხილავს, 10 აპრილს გასამართი "ზესტაფონი”-"დინამო” იქნება და ამის შემდეგ ტრანსლაციები სისტემატურად მოეწყობა.

ღამის განათების ეფექტისთვის ეს თამაში 18 საათზე დაიწყება.

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 590 | დაამატა: Administrator | თარიღი: 05.04.2011 | კომენტარები (0)



მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მცველმა რუსულ სპორტულ ინტერნეტსაიტს Soccer.ru-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის უგუნდოდ ყოფნის მიზეზებზე ისაუბრა.

- მალხაზ, "ლოკომოტივიდან" წამოსვლის შემდეგ, სად იყავით გაუჩინარებული ბოლო თვეების განმავლობაში და რას საქმიანობდით?
- მთელი ეს პერიოდი ქუთაისში, საკუთარ სახლში გავატარე. მოსკოვში სულ რამდენიმე დღით ჩამოვედი, რათა რუსეთის ვიზის საკითხები მომეგვარებინა.

აქამდე ვიზის საკითხს კლუბი მიგვარებდა, ახლა კი თავად მიწევს მასზე ზრუნვა. ეს საკმაოდ რთული პროცესია და საბედნიეროდ არიან ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან.

- აქამდე უგუნდოდ რატომ დარჩით?
- სიმართლე გითხრათ - თავადაც ვერ ვპოულობ პასუხს. ერთი დანამდვილებით ვიცი ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 572 | დაამატა: Administrator | თარიღი: 04.04.2011 | კომენტარები (0)



1995 წელს "კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯია” საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის სპონსორი გახდა და ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი. ტურნირი ამ კომპანიის სახელით ტარდებოდა, გამარჯვებულები კი ევროპულ ტურნირებზე მიემგზავრებოდნენ. "კოკა-კოლას” ჩემპიონატის ფინალში ბევრ ცნობილ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, ფინალები კი ბევრ მაყურებელს იზიდავდა, რადგან ეროვნული სტადიონი მასპინძლობდა, 15-16 წლის ბავშვები კი ისეთ ნიჭს ავლენდნენ, გულგრილი ვერ დარჩებოდი.

შემდეგ "კოკა-კოლა ბოთლერს ჟორჯია” ფეხბურთის ფედერაციის სპონსორიც გახდა, მაგრამ მერე კომპანიის პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ ფეხბურთზე ხელი ჩაიქნია, თუმცა ფეხბურთისკენ კვლავ გამოიხედა და ისევ ბავშვების ტურნირს, "სკოლბურთს” უსპონსორებს.

ცხადია, დავინტერესდით, ხომ არ აპირებს ბატონი თემური ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობას ან სა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 553 | დაამატა: Administrator | თარიღი: 03.04.2011 | კომენტარები (0)



  ტელევიზიებით ნაჩვენებმა კადრებმა საფეხბურთო სამყაროს იმედი აღუძრა: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეხვდა და ფეხბურთის განვითარებაზე ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, რათა ფეხბურთის დონე ამაღლდეს და ჩვენი ნაკრები გაძლიერდეს. საქართველოში ფეხბურთის ლიგა მინიმალურ მოთხოვნებს მაინც უნდა პასუხობდეს. ამ საქმეში ჩართულია პრემიერ-მინისტრი და გთხოვთ, რომ სპორტის სამინისტრომ და ფედერაციამ ერთად იმუშავოთ, რათა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ქალაქებისა და რაიონების მასშტაბით ყველგან შევქმნათ. ჩვენ ათასზე მეტი საბავშვო მოედანი ავაშენეთ და ეს იყო მნიშვნელოვანი ფეხბურთის განვითარებისთვის. შემდეგი ეტაპი საფეხბურთო სკოლების განვითარებაა, ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 453 | დაამატა: Administrator | თარიღი: 03.04.2011 | კომენტარები (0)

« 1 2 3 4 5 6 7 ... 136 137 »
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!