საქართველოს U15 ასაკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გელა შეყილაძემ და მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლევამ ხომერიკმა აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ბავშვთა საფეხბურთო კლუბების 280–მდე აღსაზრდელის თამაში ნახეს.
30–წუთიანი 2 ტაიმი შესაძლოა სრულ წარმოდგენას ვერ შექმნის, მაგრამ საერთო შთაბეჭტილება აშკარად ოპტიმისტურია, რადგან რამდენიმე, მართლაც კარგი მონაცემების მქონე ბავშვი ვნახეთ – აცხადებენ მწვრთნელები.
ტალანტების ზებნა დასავლეთ საქართველოში სულ მალე ისევ გაგრძელდება და რეგიონების პირველი და მეორე ნაკრები გუნდები დაკომპლექტდება.
შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებს მოინახულებენ გელა შეყილაძე და ლევან ხომერიკი, აქაც პირველი და მეორე ნაკრები გუნდები ჩამოყალიბდება.
მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში რეგიონების პირველი ნაკრები გუნდები ბათუმში – გია ზედანიას სახელობის ტრადიციულ ტურნირზე იასპარეზებენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრების კონტურებიც გამოიკვეთება. შემდეგ ეტაპზე ამხანაგურ, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაა ნავარაუდევი.
2012 წლის შემოდგომაზე U17 ასაკის ევროპის ჩემპიო
...
კითხვის გაგრძელება »