ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 14.05.2024, 12:07


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » მასალის არქივი


ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ სერია B-ს "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მწყობრშია და უახლოესი მატჩებისთვის ემზადება. სხვა ლეგიონერების მსგავსად ამ საახალწლოდ ისიც სამშობლოშია.

- ჩემპიონატი ნორმალურად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო 5 თამაში წავაგეთ. მიზეზი ტრავმებიც იყო და უიღბლობაც. ახლა 25 ქულით მე-11 ადგილზე ვართ, ჩემპიონატის დამთავრებამდე კიდევ 22 მატჩია და უფრო შედეგიანად უნდა ვიასპარეზოთ.

- საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ?
- კმაყოფილიც ვარ და უკმაყოფილოც. ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ გუნდში ვარ, სათამაშო პრაქტიკა მაქვს და სერიოზული ტრავმა არ მქონია. უკმაყოფილო ვარ იმით, რომ 11 მატჩში ბურთი ვერ გავიტანე. არადა, საგოლე მომენტების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივი. ზუსტად არ მახსოვს, ათამდე გოლი გავატანინე ფოტისა და კორალის. მეკარეებმა ისეთი ბურთები ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 893 | დაამატა: Administrator | თარიღი: 03.01.2011 | კომენტარები (0)



ეპოქალური მშენებლობების მიუხედავად, აჭარაში ფეხბურთს და მის ეკონომიკურ-სოციალურ მნიშვნელობას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ამის მაგალითი ბათუმში სტადიონის მშენებლობის შეფერხება იყო.

ახალ სტადიონს აჭარელი გულშემატკივარი მას შემდეგ ითხოვს, რაც ბულვარის განახლებას საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი შეეწირა.

დანგრეული არენის ნაცვლად ბათუმში სამი წელია, ახლის აშენებას ელიან. 2010 წელს კონკრეტული პროექტებიც დასახელდა, 16 მაისს ჰოლანდიური და ქართული მხარეები მშენებლობაზე შეთანხმდნენ, ხელმოწერას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დაესწრნენ.

ჰოლანდიელები იძლეოდნენ პირობას, რომ მშენებლობა 2011 წელს დასრულდებოდა, პროექტის ღირებულება კი 40 მილიონ ევროს შეადგენდა. მერე ვითარება შეიცვალა და 18 აგვისტოს თურქულ-იაპონური ფირმა  ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 817 | დაამატა: Administrator | თარიღი: 03.01.2011 | კომენტარები (0)


2010 წელს ქართულ ფეხბურთში უამრავი მოვლენა მოხდა, ყველას ვერც ჩამოვთვლით, არც სანაკრებო თემას შევეხებით, დანარჩენს კი თვეებზე გაწყობილს გაგახსენებთ.

იანვარი
8 იანვარი
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენციაზე ფედერაციის ვალებზე ილაპარაკა. მან 10-მილიონლარიანი დავალიანებიდან 3.563.789 ლარი არჩევიდან მესამე თვეში გაისტუმრა.

12 იანვარი
მერაბ ჟორდანიას და მისი მხარდამჭერებს თბილისის "დინამოს" დაბრუნების მოთხოვნით ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელი უნდა წარედგინათ. თუმცა ფედერაციაში მსგავსი შინაარსის დოკუმენტი არ მიუღიათ. ეს მოლოდინი შემდგომშიც არ გამართლდა და საბოლოოდ ცნობილი გახდა, რომ ჟორდანიამ `დინამოს" დაბრუნებაზე ხელი ჩაიქნია.

24 იანვარი
პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტად გია ფირცხალავა აირჩიეს. პროფლიგის თავკაცის რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინი ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 769 | დაამატა: Administrator | თარიღი: 31.12.2010 | კომენტარები (0)



ჩვენს სხვა ლეგიონერებთან ერთად "ბენდელას თასზე" ითამაშა ნალჩიკის "სპარტაკისა" და ნაკრების თავდამსხმელმა დავით სირაძემ, რომელმაც 2010 წელს ნაკრებში სამი გადამწყვეტი ბურთი გაიტანა, შესარჩევში კი ეროვნულს ექვსიდან ოთხი ქულა სწორედ სირაძის გოლებმა მოაპოვებინა.

- ნალჩიკის "სპარტაკისთვის" სეზონი წარმატებული იყო. თუ არ ვცდები, რაც ეს გუნდი პრემიერლიგაშია, ასეთი მიღწევა ჯერ არ ჰქონია. მეექვსე ადგილი ჩინებული შედეგია. "ზენიტი" თუ თასს მოიპოვებს, მაშინ ევროპის ლიგის საგზურიც გვერგება და ჩვენი გუნდი გაისად ზაფხულში ევროტურნირებზე ითამაშებს.

- საკუთარი თამაშით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- სულ 27 მატჩი ჩავატარე, სამი ბურთი გავიტანე და ამდენივე საგოლე პასი გავაკეთე. მეტსაც შევაგდებდი, მაგრამ ცენტრფორვარდად არ ვთამაშობდი, ხან მეორე ფორვა ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 765 | დაამატა: Administrator | თარიღი: 31.12.2010 | კომენტარები (0)



 ევროპის ლიგის გამარჯვებულის, მადრიდის "ატლეტიკოს" თბილისში ჩამოსვლაზე მოლაპარაკებები ძალაშია ,- ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში აცხადებს.მადრიდის "ატლეტიკომ" თბილისში საქართველოს ნაკრებთან საქველმოქმედო მატჩი გამართოს. გუნდის ჩამოსვლის შემთხვევაში, "ატლეტიკოს" შემადეგნლობაში ითამაშებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ურუგვაელი დიეგო ფორლანიც. "ეს შეთანხმება ჯერ კიდევ ძალაშია. მგონია, რომ "ატლეტიკოს" აუცილებლად ჩამოვიყვანთ და საქველმოქმედო აქციაში დაგვეხმარებიან",-აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
 შეგახსენებთ, რომ ესპანური გუნდი თბილისში ჩამოსვლას 2010 წლის მაის-ივნისში აპირებდა, თუმცა ეს ვიზიტი გადაიდო. ახლა კი, პაატა ბურჭულაძის სიტყვების თანახმად, "ატლეტიკო" 2011 წელს აუცილებდლად ჩამოვა.



შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 1083 | დაამატა: Administrator | თარიღი: 30.12.2010 | კომენტარები (0)



ფეხბურთის ფედერაციასა და "ტაოპრივატბანკს" შორის წარმოქმნილი გაუგებრობა ორ დღეში ამოიწურა, ფედერაციის ანგარიშებს ყადაღას მოუხსნიან, მაგრამ შესაძლოა, ამ გაუგებრობას სხვა გაგრძელება მოჰყვეს.

გუშინ ზვიად სიჭინავამ საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია:
- ყველამ ვიცით შეკრების მიზეზი, ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს. "ტაოპრივატბანკთან" პრობლემა 2009 წელსაც არსებობდა, მაგრამ ფედერაციამ დავალიანება აღიარა და ჩვენი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2010 წლის იანვარში ბანკს სესხის რესტრუქტურიცაზია ვთხოვეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. "პრივატბანკის" მმართველებს აგვისტოშიც შევხვდით და სექტემბერშიც. იმ დროისთვის ჩვენი ვალი 348.000 ევრო იყო. მაშინ 300.000-ის გადახდა გვსურდა, რასაც ბანკი არ დათანხმა. მოგვიანებით შევთანხმდით, რომ ყოველთვე 20.000 ევროს გადავუხდიდით. ამ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 928 | დაამატა: Administrator | თარიღი: 30.12.2010 | კომენტარები (0)



ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე სამართალდამცავებმა წლეულს, 8 ივლისს დააკავეს. მას ქურდულ სამყაროსთან კავშირში და ფულის გამოძალვაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. სასამართლომ დემეტრაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრომა მიუსაჯა.

ქართულმა საფეხურთო სამყარომ მისი გათავისუფლების თხოვნით, ქვეყნის საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-ს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა. კახა კალაძემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, გამოთქვა მზადყოფნა, დემეტრაძეს თავდებში დაუდგეს და მისი გირავნობის წესით გათავისუფლება ითხოვა. ასეთივე განცხადება გააკეთა უკრაინულმა საფეხბურთო კლუბმა დონეცკის "მეტალურგმაც", სადაც ქართველი თავდამსხმელი წლების განმავლობაში თამაშობდა. ერთი სიტყვით, ყველა მხარე ერთხმად ამტკიცებდა, რომ დემეტრაძისადმი წაყენებული ბრალდება არარეალურია.

ორთვიანი წი ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 704 | დაამატა: Administrator | თარიღი: 30.12.2010 | კომენტარები (0)



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში  პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა, რეზი არველაძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ "ტაოპრივატბანკი” მზად არის, ყადაღა მოხსნას ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიშებს.ზვიად სიჭინავამ "ტაოპრივატბანკის” მიერ გამოგზავნილი წერილიც წარმოადგინა, სადაც ბანკი და ფეხბურთის ფედერაცია შეთანხმდნენ, რომ სფფ აღნიშნულ ფირმას დღესვე გადაურიცხავს 150 000 ევროს,ხოლო შემდგომი ერთი წლის განმავლობაში ყოველი თვის პირველ რიცხვში გადაიხდის 25 800 ევროს. შედეგად, ყადაღა დღესვე მოიხსნება.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობას "ტაოპრივატბანკიდან” სესხად ჰონდა აღებული 300 000 ევრო, თუმცა ჯარიმების დარიცხვის შედეგად, დღევანდელი მონაცემებით, ვალი 459 600 ევროს შეადგენს.

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 782 | დაამატა: Administrator | თარიღი: 29.12.2010 | კომენტარები (0)



"ტაოპრივატბანკმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიში დააყადაღა.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძვანელმა, ლაშა დვალიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, საქმე ეხება ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობის მიერ აღებულ კრედიტს, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა ეტაპობრივად ფარავდა.

"მიუხედავად ამისა, ბანკმა ფედერაციის ანგარიში არჩევნების წინ დააყადაღა", - აღნიშნა დვალიშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის კრედიტი "ტაოპრივატბანკის" მიმართ 300 000 ევროს შეადგენს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, "ტაოპრივატბანკში" ჯერ კომენტრი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები 2011 წლის 22 იანვრისთვის არის დანიშნული. 


... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 753 | დაამატა: Administrator | თარიღი: 28.12.2010 | კომენტარები (0)



ქართული ფეხბურთის მართლაც გამორჩეულ მოვლენასთან გვაქვს საქმე - ლევან კობიაშვილის 17-წლიანი აქტიური კარიერა კვლავაც წარმატებულად გრძელდება; თანაც, როგორც ჭეშმარიტ პროფესიონალს შეშვენის, ყოველ ახალ სეზონს (საკლუბოსა თუ სანაკრებოს) "კობი" ახალ-ახალი გამოწვევით ხვდება. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენი, პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, ევროპის ტოპ-ლიგაში სამასი შეხვედრა ვინც ჩაატარა, ამჯერად II ბუნდესლიგაში ასპარეზობს და საკმარისზე მეტი მოტივაციაც გააჩნია.

სხვანაირად ვერც იქნება: ბერლინის "ჰერტა" ბუნდესლიგაში აღზევების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია და ამ კლუბის წარმატებულ ასპარეზობას მნიშვნელოვნად განაპირობებს გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ლევან კობიაშვილის თამაში. გერმანიის დედაქალაქის ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 704 | დაამატა: Administrator | თარიღი: 28.12.2010 | კომენტარები (0)

« 1 2 ... 21 22 23 24 25 ... 136 137 »
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!