ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 29.04.2024, 04:21


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » მასალის არქივი

 


გუშინ, თურქულ შეკრებაზე ორი "ქართული" გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. საუბარია აზერბაიჯანულ "ინტერსა" და თურქულ "კაისერსპორზე".

 

მოგეხსენებათ, რომ ორივე აღნიშნული კლუბის თავკაცი ქართველი გახლავთ - შოთა არველაძე და კახაბერ ცხადაძე. ამასთანავე, ორივე გუნდში ჯამში რამოდენიმე ჩვენი თანამემამულე ირიცხება. 

როგორც აზერბაიჯანული ჩემპიონის ოფიციალური საიტი იტყობინება, შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. თუმცა, გაურკვეველია იმ ქართველი ფეხბურთელების ვინაობა ვინც აღნიშნულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

  ... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 1175 | დაამატა: Administrator | თარიღი: 09.01.2011 | კომენტარები (0)



სამწუხარო ამბავია - საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გელზენკირხენის "შალკეს" შემტევ ნახევარცმველს ლევან ყენიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ისევ პრობლემები აქვს. მით უფრო დასანანია, რომ 20 წლის ლევანს ჯერ მუხლის, შემდეგ კი კოჭის ტრავმის გამო ისედაც ხანგრძლივი დროით მოუხდა მოედნის მიღმა ყოფნა და ფელიქს მაგათის გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლება სულ ახლახან, თითქმის 14 თვიანი მკურნალობის შემდეგ შეძლო.

არადა, ქართველის გამოჯანმრთელება და ფორმაში შესვლა გელზენკირხენული გუნდის მთავარ მწვრთნელს ძალიან ახარებდა - აღტაცებული იყო "შალკესთან" ერთად თურქულ შეკრებაზე მყოფი ლევანის თავდადებული ვარჯიშით და აცხადებდა, ბუნდესლიგის მეორე წრეში ეს ბიჭი ძალიან გაგვაძლიერებსო, მაგრამ...

როგორც "კიკერი" იუწყება, "შალკეს" გუშინდელ ვარჯიშზე ლევანმა ფეხი ისევ იტკინა და მინდორი ყინულიანი სახვევით ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 950 | დაამატა: Administrator | თარიღი: 08.01.2011 | კომენტარები (0)



ინტერნეტ-გამოცემა "რუსკი ბაზარზე" ვლადიმერ გოლოვინის სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ქართულ ფეხბურთს ეძღვნება.

ავტორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვალებზე, ხელმძღვანელობაზე, სპონსორებსა და თბილისის "დინამოს" ახალ მეპატრონეზე, რომან ფიფიაზე წერს. მკითხველს ამ ტექსტს მაქსიმალურად უცვლელად გთავაზობთ.

ამ ახალ წელს, ოდესღაც განთქმული, ახლა კი დავრდომილი ქართული ფეხბურთი სამი მნიშვნელოვანი ამბით შეხვდა.

პირველი - მისი მმართველი ორგანიზაცია (სფფ) კინაღამ სულ უკაპიკოდ დარჩა. მეორე - მისთვის ქვეყანაში სპონსორი აქამდე ვერ გამოიძებნა და მესამეც - ერთ დროს ქართველთა სიამაყე და ყველაზე ტიტოლოვანი კლუბი - თბილისის "დინამო" საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანის ხელში გადადის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას წინამორბედისგან - 1970-80 წლების ცნობილი მწვრთნელ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 785 | დაამატა: Administrator | თარიღი: 08.01.2011 | კომენტარები (0)



ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა შეიცვალოს გუნდი. მეორე ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილზე მყოფ "მიუნხენ 1860"-ის 24 წლის მცველ მათე ღვინიანიძის სავარაუდო ტრანსფერზე გერმანულ ვებგვრდებზე გუშინ კიდევ ერთხელ დაიწერა. თუმცა, მათეს სავარაუდო მომავალი კლუბის ვინაობა კონკრეტულად ჯერ არ არის გარკვეული.

ერთი წყაროს მტკიცებით, მათეს გამოჩენას "აუგსბურგში" ელოდნენ. თუმცა, ამ გუნდმა უკვე განაახლა ვარჯიში, მაგრამ ღვინიანიძე გუშინდლამდე არ გამოჩენილა. "მიუნხენ 1860"-ის სპორტულმა დირექტორმა მიკი სტევიჩმა კი განაცხადა:

"ღვინიანიძეს კარგი წინადადებები აქვს რუსეთიდან. მისი დამატება ბილეფელდის "არმინიასაც" სურს. თუმცა, ჯერჯერობით მათეს არჩევანი არ გაუკეთებია".

ჩვენებურით დაინტერესებული რუსულ კლუბზე ღიად ჯერ არაფერი თქმულა. რაც შეეხება "არმინ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 792 | დაამატა: Administrator | თარიღი: 07.01.2011 | კომენტარები (0)



საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძის სასამართლო ნაახალწლევს უნდა გამართულიყო, მაგრამ პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო.
დემეტრაძის საქმეზე სასამართლო სხდომა 14 იანვარს გაიმართება.

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 840 | დაამატა: Administrator | თარიღი: 06.01.2011 | კომენტარები (0)



თბილისის "დინამო" გაღვიძებულ ვულკანს დაემსგავსა, რომელიც ამოსახეთქად ემზადება. კლუბის გადაფორმების შემდეგ რომან ფიფია წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს და ახალ ფეხბურთელებს კონტრაქტებს გაუფორმებს, ძველებისას კი გადახედავს.

მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას დაახლოებით ათ დღეში ეცოდინება, რა ბიუჯეტს დაუმტკიცებენ და რა დონის ფეხბურთელების დამატების საშუალება ექნება. მანამდე კი ბევრი რამ გაურკვეველია. თუმცა სიახლეებიც არის.


ახალი კონტრაქტი ლორიას
გუშინაც ვწერდით, რომ ფეხბურთელთა ნაწილი გაურკვევლობაშია - ჯერ ბევრმა დაზუსტებით არც იცის, დატოვებენ თუ გაუშვებენ. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ "დინამოში" საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას დატოვება სურთ.

კლუბმა გიორგის ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ჯერ არ გაუფორმებიათ. ესეც კლუბის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მოხდება. < ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 714 | დაამატა: Administrator | თარიღი: 06.01.2011 | კომენტარები (0)



"ვოლგას" ქართველი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა რუსული სპორტული ვებგვერდის, Sportbox.ru-ს ჟურნალისტს ნიჟნი ნოვგოროდის კლუბში გადასვლის გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა და მისი ყოფილი გუნდის, ნალჩიკის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელის, იური კრასნოჟანის "ლოკომოტივის" თავკაცის პოსტზე დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი.

- როდის მიიღეთ "ვოლგასგან" შემოთავაზება?
- სადღაც ნოემბრის ბოლოს. დიდ ხანს ვფიქრობდი? არა, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე.

თეთრაძეს ხომ უკვე რამდენიმე წელია ვიცნობ. ის "სატურნში" თამაშის დროს გავიცანი. მას შემდეგ კონტაქტი არ გაგვიწყვეტია. ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს.

"სპარტაკთან" კონტრაქტი 2010 წლის ბოლოს მიმთავრდებოდა, ასე რომ, ახალ გუნდში გადასვლაში ხელს არაფერი მიშლიდა. მთავარი მიზეზი, რის გამოც ნალჩიკი დავტოვე, სიტუაციის გამოცვლის სურ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 827 | დაამატა: Administrator | თარიღი: 05.01.2011 | კომენტარები (0)



სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგა ლევან კობიაშვილის "ჰერტა", თუმცა წლის პირველ ვარჯიშზე ჩვენებური არ გამოჩენილა - კობიაშვილს გრიპი აქვს და როგორც ექიმები აცხადებენ, ვარჯიშს ამ დღეებში განაახლებს.

ჩვენი ნაკრების კიდევ ერთ წევრი ლევან ყენია კი უკვე მწყობრშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. იგი მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთშია. გელზენკირხენის "შალკე" ბელექში სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - 7 იანვარს "ტრაბზონსფორთან", 9-ში "ქარაბუქსფორთან", 12-ში კი "ესქიშეჰირსფორთან".

"ხუმარების" თავკაცი ფელიქს მაგათი ყენიაზე დიდ იმედს ამყარებს, მას მეორე წრისთვის ამზადებს და შესაძლოა, სამივე საკონტროლო შეხვედრაში ათამაშოს. "შალკე" სეზონს 15 იანვარს "ჰამბურგთან" საშინაო შეხვედრით განაახლებს.


შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 798 | დაამატა: Administrator | თარიღი: 05.01.2011 | კომენტარები (0)



თბილისის "დინამო" დიდი ცვლილებების მოლოდინშია. თუმცა კლუბის ჯერაც არაოფიციალური ახალი მეპატრონე რომან ფიფია და ხელმძღვანელები, მურთაზ შელია და მიხეილ ჯიშკარიანი მნიშვნელოვან საკადრო ნაბიჯებზე არაფერს ამბობენ. ფიფია კლუბის გადაფორმების შემდეგ გეგმავს დიდ საკადრო ცვლილებებს.

ჯერ კლუბში ოფიციალურად არც რამაზ მუმლაძის მისვლა დასტურდება. თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ კახა კაჭარავამ "დინამოს" დუბლებში მუშაობა შესთავაზა.

სიახლეა მხოლოდ სამედიცინო პერსონალში - ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ ცნობილმა ექიმმა მერაბ ვარძუკაშვილმა გია მაზავრიშვილი შეცვალა. იგი ბოლო წლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექიმი გახლდათ.

ჯერ არ გადაწყვეტილა, დარჩება თუ არა კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია. დეკ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 777 | დაამატა: Administrator | თარიღი: 05.01.2011 | კომენტარები (0)



პოპოულარულმა ვებგვერდმა GOL.COM-მა 21 წლამდე ასაკის ასი გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მსოფლიოს ამ ასეულშიც მოხვდა, სადაც გვარები ანბანის მიხედვით არის დალაგებული.

"ტექნიკური, ნიჭიერი, სწრაფად მოაზროვნე ეს ნახევარმცველი მოედანზე მსუბუქად გამოიყურება. გასულ სეზონში მთავარ გუნდში გადაიყვანეს და იქ დამკვიდრების კარგი პერსპექტივა აქვს. რუსული პრემიერლიგის ახალ სეზონში მასზე დიდ იმედს ამყარებენ. ის გრანდების, "მილანისა" და "არსენალის" სამიზნეა", - წერს GOL.COM ჯანო ანანიძეზე.



შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 873 | დაამატა: Administrator | თარიღი: 03.01.2011 | კომენტარები (1)

« 1 2 ... 20 21 22 23 24 ... 136 137 »
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!