საქართველო-ესტონეთის საერთაშორისო ამხანაგურ მატჩზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ 1 და 2 მარტს
11:00 – 18:00 სთ, მატჩის დღეს 11:00 საათიდან – ბორის პაიჭაძის სახელობის
ეროვნული სტადიონის სალაროებში. მატჩის დასაწყისი 19:00 საათზე. საქართველოსა და ესტონეთის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა 3 მარტს მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.
1 მარტს, 19:00 საათზე "ბასაზე" საქართველოს U21 ნაკრები გუნდების ხელმძღვანელები პრეს–კონფერენციას გამართავენ. საქართველოსა და
ესტონეტის ეროვნული და ახალგაზღდული ნაკრების მატჩების სააკრედიტაციო
ბარათებს ჟურნალისტები 1 მარტს 15:00 საათიდან საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციაში მიიღებენ.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ესტონეთის U21 ნაკრები გუნდების მატჩზე დასწრება უფასოა.
საქართველოს U21 ნაკრები
როინ კვასხვაძე – "ზესტაფონი"
გიორგი ბახტაძე "დიორ ეტო" უნგრეთი
გულვერდი თომაშვილი – "დინამო" თბილისი
ლევან კაკუბავა – "დინამო" თბილისი
გიორგი ხატიაშვილი – "ლოკომოტივი" თბილისი
გიორგი ხიდეშელი – "ზესტაფონი"
ამირან სანაია – "ლემანი" საფრანგეთი
მამუკა კობახიძე – "ზესტაფონი"
ირაკლი კლიმიაშვილი – "ჩერნომორეცი" უკრაინა
მურთაზ დაუშვილი – "ზესტაფონი"
ჯანო ანანიძე – "სპარტაკი" მოსკოვი
თორნიკე ოქრიაშვილი – "გაგრა"
ნიკა ძალამიძე – ცსკა მოსკოვი
დავით კანდელაკი "სპარტაკი" ცხინვალი
ლაშა თოთაძე – "დიორ ეტო"
რევაზ ბარაბაძე – "ანჟი" მახაჩკალა
გიორგი ივანიშვილი "ვოლენი" შვეიცარია
გიორგი ჭედია "ოლიმპი" რუსთავი
გიორგი განუგრავა "დიორ ეტო"
მთავარი მწვრთნელი: ოთარ გაბელია
ბექა დოგრაშვილი
|