კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ჩვიდმეტწლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ესპანეთში გამგზავრებამდე თბილისში მოემზადება.
ხვალ, 16 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ვარჯიშს გამართავს.
როგორც მოგეხსენებათ, 21 თებერვალს U17 ნაკრები ესპანეთის ქალაქ
მადრიდში მიემგზავრება, სადაც ესპანელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩს
ჩაატარებს.
გადაწყვეტილია, რომ მატჩები, 22 თებერვალს ადგილობრივი დროით 18 საათზე, ხოლო 24 თებერვალს დღის 11 საათზე დაიწყება.
ესპანელ თანატოლებს საქართველოს ნაკრები "ლას როსას" სპორტულ ცენტრში დაუპირისპირდება.
სფფ–ს პრესსამსახური
|